1.რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.2.უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,3.არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად,4.რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა.5.ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე.6.საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე.7.მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა.8.ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან,9.მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს.10.რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის.11.და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა.12.ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა13.და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.14.რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს,15.ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის,16.ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი17.და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე.18.ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს.19.გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუჲსითა,20.რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა,21.და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა,22.მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა23.და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა.24.და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა.25.ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა.26.რამეთუ ნეფსით შეცოდებათა ჩუენთათჳს, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათჳს მოაკლდების მსხუერპლი,27.არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ.28.უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.29.რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?30.რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი.31.საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.32.მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ,33.ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს;34.და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათჳს გელმოდა, და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ; უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი.35.ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ.36.რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი.37.რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს.38.ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა.39.ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა.
პავლესი: რამეთუ აჩრდილი აქუნდა რჩულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ (10,1).
თარგმანი: საქმედ უწესს მის საუკუნოჲსა ცხორებასა, ხოლო ხატად საქმეთა — მოქალაქობასა ამას სახარებისასა და აჩრდილად საქმეთა ხატისა — ძუელსა მას რჩულსა, რამეთუ ხატი გამოცხადებულად-რე გამოაჩინებს სახესა მას პირმშოსა, ხოლო აჩრდილი ხატისაჲ — უბნელესად-რე. და ამისთჳს აჩრდილსა ხატისასა ამსგავსა უძლურებაჲ ძუელისა რჩულისაჲ, რამეთუ მრავალთა მსხუერპლთა აღასრულებდა წლითი-წლად, და სრულ-ყოფად კაცთა ვერ ეძლო.
...მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის.ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ ().ამიტომ განსაკუთრებით ღირს ძველნი ნეტარად შევრაცხოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სათნოება აღასრულეს, არამედ იმიტომაც, რომ სათნოების დიდი გვალვა იყო და მისი აღმასრულებლები არსად ჩანდნენ.სწორედ ამას გულისხმობდა წერილიც, როცა ამბობდა: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა“ ().ამის გამო გვაკვირვებს აბრაამი, ამის გამო - ლოტი, ამის გამო - მოსე: რადგან, როგორც ღრმა ღამეში ჩნდებიან ვარსკვლავები, ეკლებს შორის - ვარდები და ურიცხვ მგლებს შორის - ცხვრები, ასე მიდიოდნენ ისინი ყველას საწინააღმდეგო გზით და არ ტყდებოდნენ.რადგან თუ მრავალთა შორისაც კი ეს თავისთავად სირთულეს იწვევს, და როცა მრავალი საწინააღმდეგოს აკეთებს, სიმრავლის პირისპირ მარ...
...იხილე, როგორ ბრწყინავს კვლავ ეს თანხმობაც.რადგან სწორედ ამისთვის არის გუნდები, რომ ყველამ ერთად და ერთსულოვნად აღავლინოს ქებანი.ამას პავლეც აცხადებს, როცა ამბობს: „ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა“ ().თვით ლოცვაც ამას მიანიშნებს, რადგან ყველას სახელით ერთობლივად აღევლინება: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (), და „მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი“ (), და „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ (), და „მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“ (); ამით მლოცველები მრავლობით ფორმას იყენებენ.ასე ძველადაც სწავლობდნენ, რომ თანხმობით ეფსალმუნათ და ეგალობათ ღმერთისთვის; ყოველმხრივ სიყვარულისა და ერთსულოვნებისკენ განეწყობოდნენ: „ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას“ ().