მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:29

28. უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.29. რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?30. რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი.
ებრაელთა მიმართ თავი 10
29. რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?
ებრაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომლმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს (10,29).:

თარგმანი: ძესა ღმრთისასა იგი შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა აქუნდენ საიდუმლონი მისნი და იქმოდისცოდვასა, რამეთუ ვართ ჩუენ გუამ ქრისტესა. რაჟამს გუამი ქრისტესი მივსცეთ ეშმაკსა, მაშინ შეურაცხ-ვჰყოფთ მას.

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. მართლის სინდისი და მტერთა სიყვარული:

...ღირსნი არიან, როცა ასე ამბობს: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების“ (); „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? და კვლავ, როცა აჩვენებს, რომ რჯულამდე მცხოვრებნი რჯულში დამრღვევებზე ნაკლები სასჯელის ღირსნი არიან, ამბობს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“ (); ესე იგი, უფრო მსუბუქად, რადგან ბრალმდებლად რჯული კი არა, მხოლოდ ბუნება აქვთ; „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (); ესე იგი, უფრო მძიმედ, რადგან ბუნებასთან ერთად ბრალმდებლად რჯულიც აქვთ. „გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი“ (). „დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს“ (

სრულად ნახვა
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სასჯელის განსხვავება და სინანულის საბუთი:

...ეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.“** (). „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? ხოლო როდესაც ამბობს: „რამდენად უარეს სასჯელს გახდება ღირსი“, ამით გაძლიერებულ სასჯელს აჩვენებს. შესცოდეს რჯულამდე მყოფებმაც და რჯულში მყოფებმაც. კვლავაც, პირველნი უფრო მსუბუქ სასჯელს იღებენ. და ამის ცხადყოფისას ამბობდა: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“ (). სიტყვა „უშჯულოდ“ უფრო სასტიკს კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მსუბუქს. „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (). რატომ-ღა? იმიტომ, რომ ერთთ ბრალმდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პბ ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა:

...ნა მე არა უმეცართათჳს ვიტყჳ, არამედ რომელთა მეცნიერ იყვნეთ და იცოდით, ვითარმედ არა ღირს არიან.

ვიტყჳ ამასცა, ვითარმედ: არა ესრეთ ძნელ არს ეშმაკეულთა ყოფაჲ ეკლესიასა შინა ჟამისწირვასა, ვითარ ესევითართაჲ მათ, ვითარცა პავლე იტყჳს: „რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არაღირსად შეჰრაცხოს“, და შემდგომი ამისი.

რამეთუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს, რომელი ცოდვიდეს და ეზიარებოდის. რამეთუ იგინი ეშმაკეულობისათჳს სატანჯველად არა მიეცემიან, ხოლო ესენი უღირსად ზიარებისათჳს დაისაჯებიან.

აწ უკუე ნუ ეშმაკეულთა ოდენ ვაყენებთ, არამედ ყოველთა უღირსებით მომავალთა, რაჲთა არავინ ეზიაროს იუდაჲსებრ, რაჲთა არა მისებრ დაისაჯოს.

ასოებ ქრისტესა არს ერი ესე. ამისთჳს ეკრძალენით, მღდელნო, ნუუკუე განარისხოთ უფალი, რომელ არაწმიდა-ჰყოფთ ასოთა მათ მისთა; რაჲთა იყვნენ ჭეშმარიტ ასო მისა.

ეკრძალენით, რაჲთა არავის მახჳლი მისცეთ საზრდელისა წილ, რამეთუ ესრეთ არს უღირსთა ზიარებაჲ. დაღაცათუ ვინმე უღირსი უმეცრებით მოვიდოდის ზიარებად, დააყენეთ, ნუ შეშინდებით, გეშინოდენ ღმრთისაგან და ნუ კაცთაგან.

უკუეთუ კაცთაგან გეშინოდის, თჳთ მებრ იგინი გეცინოდინ; უკუეთუ ღმრთისა შიში ოდენ იპყრათ, კაცთა მიერცა პატიოსან იყვნეთ. ხოლო უკუეთუ თქუენ ვერ იკადრებთ, მე მაუწყეთ. არ...

სრულად ნახვა