მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:2

1. რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.2. უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,3. არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად,
ებრაელთა მიმართ თავი 10
2. უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 149-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ახალი საგალობელი წმიდათა კრებულში:

...იხილე, როგორ ბრწყინავს კვლავ ეს თანხმობაც. რადგან სწორედ ამისთვის არის გუნდები, რომ ყველამ ერთად და ერთსულოვნად აღავლინოს ქებანი. ამას პავლეც აცხადებს, როცა ამბობს: „ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა“ (). თვით ლოცვაც ამას მიანიშნებს, რადგან ყველას სახელით ერთობლივად აღევლინება: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (), და „მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი“ (), და „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ (), და „მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“ (); ამით მლოცველები მრავლობით ფორმას იყენებენ. ასე ძველადაც სწავლობდნენ, რომ თანხმობით ეფსალმუნათ და ეგალობათ ღმერთისთვის; ყოველმხრივ სიყვარულისა და ერთსულოვნებისკენ განეწყობოდნენ: „ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას“ ().

2. მშვიდთა ამაღლება და წმიდათა გამარჯვება...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნოება და ჭეშმარიტება კეთილთა სიმცირეში:

...მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის. ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ (). ამიტომ განსაკუთრებით ღირს ძველნი ნეტარად შევრაცხოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სათნოება აღასრულეს, არამედ იმიტომაც, რომ სათნოების დიდი გვალვა იყო და მისი აღმასრულებლები არსად ჩანდნენ. სწორედ ამას გულისხმობდა წერილიც, როცა ამბობდა: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა“ (). ამის გამო გვაკვირვებს აბრაამი, ამის გამო - ლოტი, ამის გამო - მოსე: რადგან, როგორც ღრმა ღამეში ჩნდებიან ვარსკვლავები, ეკლებს შორის - ვარდები და ურიცხვ მგლებს შორის - ცხვრები, ასე მიდიოდნენ ისინი ყველას საწინააღმდეგო გზით და არ ტყდებოდნენ. რადგან თუ მრავალთა შორისაც კი ეს თავისთავად სირთულეს იწვევს, და როცა მრავალი საწინააღმდეგოს აკეთებს, სიმრავლის პირისპირ მარ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. მართლის სინდისი და მტერთა სიყვარული:

...დებს მათ, ვინც რჯულის გარეშე სწორად მოქმედებენ? იხილე კვლავაც, როგორ აჩვენებს, რომ მადლში მყოფი შემცოდენი რჯულში შემცოდეებზე უფრო დიდი სასჯელის ღირსნი არიან, როცა ასე ამბობს: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების“ (); „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? და კვლავ, როცა აჩვენებს, რომ რჯულამდე მცხოვრებნი რჯულში დამრღვევებზე ნაკლები სასჯელის ღირსნი არიან, ამბობს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“ (); ესე იგი, უფრო მსუბუქად, რადგან ბრალმდებლად რჯული კი არა, მხოლოდ ბუნება აქვთ; „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (); ესე იგი, უფრო მძიმედ, რადგან ბუნებასთან ერთად ბრალმდებლად რჯულიც აქვთ. „გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სასჯელის განსხვავება და სინანულის საბუთი:

...ი მყოფებმა შესცოდეს, ახალ აღთქმაში მყოფნიც სცოდავენ; მაგრამ ორივენი ერთსა და იმავე სასჯელს არ იღებენ, არამედ ეს უკანასკნელნი უფრო მძიმეს.

და ამის ცხადყოფისას პავლე ამბობდა: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.“ (). „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? ხოლო როდესაც ამბობს: „რამდენად უარეს სასჯელს გახდება ღირსი“, ამით გაძლიერებულ სასჯელს აჩვენებს. შესცოდეს რჯულამდე მყოფებმაც და რჯულში მყოფებმაც. კვლავაც, პირველნი უფრო მსუბუქ სასჯელს იღებენ. და ამის ცხადყოფისას ამბობდა: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“ (). სიტყვა „უშჯულოდ“ უფრო სასტიკს კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მსუბუქს....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პბ ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა:

...ნა მე არა უმეცართათჳს ვიტყჳ, არამედ რომელთა მეცნიერ იყვნეთ და იცოდით, ვითარმედ არა ღირს არიან.

ვიტყჳ ამასცა, ვითარმედ: არა ესრეთ ძნელ არს ეშმაკეულთა ყოფაჲ ეკლესიასა შინა ჟამისწირვასა, ვითარ ესევითართაჲ მათ, ვითარცა პავლე იტყჳს: „რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არაღირსად შეჰრაცხოს“, და შემდგომი ამისი.

რამეთუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს, რომელი ცოდვიდეს და ეზიარებოდის. რამეთუ იგინი ეშმაკეულობისათჳს სატანჯველად არა მიეცემიან, ხოლო ესენი უღირსად ზიარებისათჳს დაისაჯებიან.

აწ უკუე ნუ ეშმაკეულთა ოდენ ვაყენებთ, არამედ ყოველთა უღირსებით მომავალთა, რაჲთა არავინ ეზიაროს იუდაჲსებრ, რაჲთა არა მისებრ დაისაჯოს.

ასოებ ქრისტესა არს ერი ესე. ამისთჳს ეკრძალენით, მღდელნო, ნუუკუე განარისხოთ უფალი, რომელ არაწმიდა-ჰყოფთ ასოთა მათ მისთა; რაჲთა იყვნენ ჭეშმარიტ ასო მისა.

ეკრძალენით, რაჲთა არავის მახჳლი მისცეთ საზრდელისა წილ, რამეთუ ესრეთ არს უღირსთა ზიარებაჲ. დაღაცათუ ვინმე უღირსი უმეცრებით მოვიდოდის ზიარებად, დააყენეთ, ნუ შეშინდებით, გეშინოდენ ღმრთისაგან და ნუ კაცთაგან.

უკუეთუ კაცთაგან გეშინოდის, თჳთ მებრ იგინი გეცინოდინ; უკუეთუ ღმრთისა შიში ოდენ იპყრათ, კაცთა მიერცა პატიოსან იყვნეთ. ხოლო უკუეთუ თქუენ ვერ იკადრებთ, მე მაუწყეთ. არ...

სრულად ნახვა