...გან მოქცეულნი ქრისტიანობად, რომელთა ნაქონებნი თჳთ მათთავე ნათესავთა, ჰურიაობასა შინა დაშთომილთა, იავარ-ყვნეს, ვითარცა განძჳნებულთა მათისა მის ქრისტიანობად მოქცევისაგან. და ამას თჳთ ესევე მოციქული ცხადჰყოფს ებრაელთა მიმართსა მას შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "იავარის-ყოფაჲ მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ" (). და იყვნეს-ცა ნამდჳლვე ღირს ქებისა, რომელთა-იგი სიყუარულისათჳს ქრისტესისა ყოველივე ნაგევად შეჰრაცხეს, რამეთუ არა ეგოდენ იბრძოლებოდეს წარმართთაგანნი თჳსთა მათთაგან, წარმართობასა შინა დაშთომილთა, რაოდენ ჰურიათაგანნი — ჰურიაობასა შინა დაშთომილთაგან.
მოციქულისაჲ: რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისსა ყოფად (2,10).
თარგმანი: ამას მოსწრაფებასა თავისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი-ესე ცხად არს, ვითარ თჳსისა საზრდელისათჳს არავისი დამამძიმებელი, მყოფთა მათთჳს ჰურიასტანს ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა, ყოველსა ადგილსა იღუწის ზრდად, მიმოდათხოვითა მათთჳს, და ყოვლით კერძო წარცემითა საჴმართაჲთა, და თავისაცა მიერ თჳსისა მიმრთუმელობითა მათდა სხუათა წარცემულისაჲთა.