...მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ"** (). როგორ? იმით, რომ იმ ეკლესიებს სწერდა და ამბობდა: „და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ" ().
აქ უკვე აღდგომის შესახებ საუბარს იწყებს. და რა? განა ამის თაობაზე მათთან არ უსაუბრია? მაგრამ აქ იგი სხვა საიდუმლოზე მიანიშნებს. რა არის იგი? ესაა, რომ ამბობს: „ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ" (). ამრიგად, აღდგომის შესახებ სიტყვაც საკმარისია ტკივილში მყოფის სანუგეშებლად; საკმარისია ახლანდელი ნათქვამიც, რათა აღდგომა სარწმუნოდ წარმოაჩინოს. ჯერ კი ის ვთქვათ, რაც თვითონვე თქვა: **„ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქ...