...მეცარ არიან, არამედ მამისასაცა; რამეთუ, ვითარ-იგი რომელმან ესე იხილოს, მამაჲ უხილავს, ეგრეთვე ამისისა ხედვისაგან განჴუებული მამისაცა ხედვისაგან განჴუებულ არს. რამეთუ ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს მოციქულსა ხატად მამისა წოდებად ძისა, ვითარ-იგი იტყჳს, ვითარმედ: "შჯულსა აჩრდილი ოდენ აქუნდა ყოფადთა მათ კეთილთაჲ" (). არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ. ამას თანა ამასცა ცხად-ჰყოფს ურწმუნოთა მიმართ, ვითარ რომელსა-ესე თქუენ შეურაცხ-ჰყოფთ ვითარცა ჯუარცუმულსა, ესე თჳთ იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, რომლისა შორის იხილვების მამაჲ; ვითარ თჳთ თავადი იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ" ().
მოციქულისაჲ: რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა (4,5).
თარგმანი: ესე არს ზემო თქუმული ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა გ...