მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:31

30. რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი.31. საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.32. მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ,
ებრაელთა მიმართ თავი 10
31. საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...სცემს; შემდეგ, თუ სინდისის სამსჯავრო მას მიიღებს, ზრახვებით გაშოლტავს და უკეთესად აქცევს, ქრისტე კვლავ შეიწყნარებს მას; ხოლო თუ გამოუსწორებელი დარჩება, ბრძანებს, უმადური და უგრძნობელი კაცი ღვთისავე ხელებს გადაეცეს. ხოლო „საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა“ (). ვიცი, რომ ეს სიტყვები გკბენთ, მაგრამ რა ვქნა? თუ მწარე წამლებს არ დავადებ, წყლულები არ მოშორდება; თუ მწარეს დავადებ, თქვენ ტკივილს ვერ იტანთ. ყოველი მხრიდან სივიწროვე მაქვს; მაგრამ ახლა უკვე აუცილებელია ხელი შევაჩერო, რადგან ნათქვამი საკმარისია ყურადღებით მსმენელთა გამოსასწორებლად.

მაგრამ რათა ეს სიტყვები მხოლოდ თქვენთვის კი არა, თქვენს მიერ სხვებისთვისაც სასარგებლო იყოს, მოდი, კვლავ შევაჯამოთ ისინი. სერაფიმებზე ვისაუბრეთ; ვაჩვენეთ, რაოდენ დიდი ღირსებაა სამეუფო საყდრის ახლოს დგომა და რომ ადამიანებისთვისაც შესაძლებელია ამ ღირსების ქონა. ვიმსჯელეთ ფრთებზე, ღვთის მიუწვდომელ დიდებაზე და ჩვენდამი გამოვლენი...

სრულად ნახვა