...ხითა ვასწავებდეთ მას და უჩუენებდეთ, ვითარმედ უეჭუელად მიცემად უც სიტყუაჲ უდბებისა მისთჳს.
კმა არს ესე ოდენ სიტყუაჲ აღდგომისაჲ უფროჲს ყოვლისა წამლისა განკურნებად სულთა ჩუენთა, რამეთუ არსცა აღდგომაჲ, და აღდგომაჲ იგი არა შორს არს, არამედ კართა ზედა არს, „რამეთუ მცირედღა, და მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“. და ჩუენ ყოველთა წარდგომაჲ გუეგულების წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტჱსსა, კეთილთაცა და ბოროტთაცა: ბოროტთა, რაჲთა წინაშე ყოველთასა ჰრცხუენეს, ხოლო კეთილთა, რაჲთა წინაშე ყოველთასა განბრწყინდენ. რამეთუ ვითარცა სოფლისა ამის მსაჯულნი ბოროტთა სტანჯვენ, ხოლო კეთილთა წინაშე ყოველთასა პატივს-სცემენ, ეგრეთვე მუნ ყოფად არს, რაჲთა მათი სირცხჳლი უმეტჱს იყოს, ხოლო ამათი ბრწყინვალებაჲ - უდიდებულეს.
ამას ყოველსა უკუე მარადღე გამოვისახვიდეთ გონებათა შინა ჩუენთა, ამას მარადის ვიჴსენებდეთ თავთა შინა ჩუენთა, და ვერცა ერთმან სოფლისა ამის საქმეთაგანმან გუავნოს ჩუენ, რამეთუ ხილულნი ესე წარმავალ არიან, ხოლო უხილავნი იგი - საუკუნე. ამისთჳსცა უკუე ზედაჲსზედა ვეტყოდით თავთა ჩუენთა და ურთიერთას, ვითარმედ: აღდგომაჲ არს და საშჯელი და ნაცვალისა მიგებაჲ საქმეთაჲ. და რაოდენნიცა იტყჳან არაყოფად აღდგომასა, იტყჳან სიტყუასა ამას, და განერნენ სენისა მისგან. უკუეთუ...