...მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის. ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ (). ამიტომ განსაკუთრებით ღირს ძველნი ნეტარად შევრაცხოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სათნოება აღასრულეს, არამედ იმიტომაც, რომ სათნოების დიდი გვალვა იყო და მისი აღმასრულებლები არსად ჩანდნენ. სწორედ ამას გულისხმობდა წერილიც, როცა ამბობდა: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა“ (). ამის გამო გვაკვირვებს აბრაამი, ამის გამო - ლოტი, ამის გამო - მოსე: რადგან, როგორც ღრმა ღამეში ჩნდებიან ვარსკვლავები, ეკლებს შორის - ვარდები და ურიცხვ მგლებს შორის - ცხვრები, ასე მიდიოდნენ ისინი ყველას საწინააღმდეგო გზით და არ ტყდებოდნენ. რადგან თუ მრავალთა შორისაც კი ეს თავისთავად სირთულეს იწვევს, და როცა მრავალი საწინააღმდეგოს აკეთებს, სიმრავლის პირისპირ მარ...
ებრაელთა მიმართ 10:24
23. და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა.24. და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა.25. ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა.
ებრაელთა მიმართ თავი 10