...დებს მათ, ვინც რჯულის გარეშე სწორად მოქმედებენ? იხილე კვლავაც, როგორ აჩვენებს, რომ მადლში მყოფი შემცოდენი რჯულში შემცოდეებზე უფრო დიდი სასჯელის ღირსნი არიან, როცა ასე ამბობს: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების“ (); „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? და კვლავ, როცა აჩვენებს, რომ რჯულამდე მცხოვრებნი რჯულში დამრღვევებზე ნაკლები სასჯელის ღირსნი არიან, ამბობს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“ (); ესე იგი, უფრო მსუბუქად, რადგან ბრალმდებლად რჯული კი არა, მხოლოდ ბუნება აქვთ; „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (); ესე იგი, უფრო მძიმედ, რადგან ბუნებასთან ერთად ბრალმდებლად რჯულიც აქვთ. „გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი“ ()....
ებრაელთა მიმართ 10:28
27. არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ.28. უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.29. რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?
ებრაელთა მიმართ თავი 10