კაცი ვინმე იყო კესარიას შინა, სახელით კორნილიოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, კეთილად-მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით; იქმოდა ქველის-საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის (10,1-2).
თარგმანი: კესარიასა იტყჳს პალესტინისასა, რომელი-იგი იყო პირველ გოდოლ სტრატონიკისა და ნაწილ ფილისტიმელთა, ხოლო უკუანაჲს კნელ აღეშენა ქალაქად ჰრომთა მიერ და სახელ-ედვა სეხნად კეისრისა კესარიაჲ.
ამას შინა იყო დასაბამი იგი წარმართთა სარწმუნოებისაჲ...


