თარგმანი: პირუტყუებრსა და მჴეცებრსა კაცთა სახესა დაკლვაჲ ებრძანების პეტრეს, რაჲთა მოსწრაფებით აღდგეს მათ ზედა და მოაკუდინნეს იგინი სოფლიოთა ზრახვათაგან, და შეწირნეს იგინი ღმრთისა მსხუერპლად წმიდად და ცხოველად. ხოლო იგი, ჩუეულებისაებრ ჰურიათაჲსა, არა ყოველსა ჴორცსა, არამედ შჯულისაგან განგდებულთა ოდენ პირუტყუთასა უწოდს ბილწად და არაწმიდად. ხოლო უფალი მასვე წარმართთა სახესა ზედა უბრძანებს და ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ქრისტემან სისხლითა თჳსითა წმიდა ყვნა ყოველნი კაცნი, შენ ნუცა ერთი მათგანი შეგირაცხიეს არაწმიდად, რამეთუ ბუნებით კეთილად დაბადებულნი თჳთ გარდაქცეულ იყვნეს არა თუ ბუნებით ბოროტად, არამედ საქმითა და ჩუეულებითა განმჴეცებულ იყენეს, ხოლო აწ კუალად შეიცვალნეს კეთილითა შეცვალებითა მარჯუენისა მიერ მაღლისა. ვინაჲცა ამიერითგან არღარაჲ ვის აყენებს, უნდეს თუ ცხოვნებაჲ, რამეთუ არღარა არს ჰურიაობა გინა წარმართობაჲ, მონება გინა აზნაურება, მამაკაცება გინა დედაკაცება, არამედ ყოველთა ზოგად მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად. და არა კმა იყო შემდგომად აღდგომისა ქმნილი ბრძანებაჲ ნათლისცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაჲთა და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:15
14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა.15. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10