მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:47

46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა:47. წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?48. და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
47. წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).:

...რას უკუე გამოეძიებ, რამეთუ გამოაჩინა მოციქულმან პეტრე ფრიადი იგი საჴმარობაჲ მისი, რაჟამს მოვიდა ოდესმე სული წმიდაჲ პირველ წყლისა ვიეთმე ზედა, არამედ მოციქულმან არავე უდებ-ყო საბანელი წყლისაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „რაჲღა ყენება არს ნათლისცემად, რომელთა ზედა სული წმიდაჲ გარდამოჴდა, ვითარცა-ესე ჩუენ ზედა?“

ხოლო თუ რაჲ არს საჴმარობაჲ იგი წყლისაჲ, იგიცა ვთქუა ძალისაებრ ჩემისა, რამეთუ მრავალნი არიან საქმენი მისნი, გარნა მრავალ-თა მათგან ერთი ვთქუა. ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოჲ სახჱ აღესრულების მას ზედა: დაფლვაჲ, სიკუდილი და აღდგომაჲ და ცხორებაჲ. და ესე ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავჰყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი, და დაინთქმის სრულიად ყოველივე. და კუალად რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვი-თარცა ადვილ არს შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა და აღმოღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაჲ და დანთქმაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ და გამოჩინებად ახლისა. ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ძალი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმჱ ესე. ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვ...

სრულად ნახვა