...რიათა მიახლებად. ამისთჳს წესი ესე სიტყჳსა ამის თქუა და მერმე შესძინა, ვითარმედ: „უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“, და დაიდუმა. რამეთუ ესოდენ იყო მათ შორის კრძალვაჲ ჭამადთაჲ, ვიდრეღა შემდგომად აღდგომისაცა იტყოდა პეტრე: „ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა“. ამისთჳს უფალმან წუთერთ არა განუჩინა სრულიად საქმე ესე, არამედ ჭეშმარიტებაჲ მიუთხრა, ხოლო სრულიად განმარტებასა თანაწარჰჴდა.
სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი
აწ უკუე ვისწავოთ ჩუენცა, თუ რომელნი საქმენი შეაგინებენ კაცსა. ვისწავოთ და ვივლტოდით, რამეთუ ვხედავ მრავალთა თანა ესევითარსა ჩუეულებასა და ფრიადსა მოსწრაფებასა, რაჲთა მივიდოდიან რაჲ ეკლესიად, სამოსლითა მივიდენ წმიდითა და ჴელითა დაბანილითა, ხოლო რაჲთამცა სული განწმედილი ცოდვათაგან წარმოუდგინეს ღმერთსა, არცა ერთი აქუს მოსწრაფებაჲ. აწ უკუე, ძმანო, არა თუ ვაყენებ ვის დაბანად ჴელთა და პირისა, არამედ მნებავს ესრეთ ბანაჲ, ვითარცა შეჰგავს. ხოლო შეჰგავს, რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტად დაბანად ჴელთა და პირისა და ყოვლისავე გუამისა, რაჲთა წყლისა წილ სათნოებათა მიერ განიბანოს.
რამეთუ მწი...