...ანმავლობაში ყველა ამ ადამიანს უქადაგებდა და ურჩევდა უღმრთოებისგან განრიდებას, საკუთარ თავსაც მათი სიბილწისგან თავისუფლად ინახავდა. და როგორც ისინი ბოროტი საქმეებით კაცთმოყვარე ღმერთის რისხვას იწვევდნენ, ასევე ეს, სათნოება რომ შეიყვარა, „პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა". „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა" (); ასეთ სიმრავლეში ერთს რომ იპოვნის მისი სათნოების აღმასრულებელს, არ უგულებელყოფს, არამედ თავის მზრუნველობას ღირსად მიიჩნევს და მით უფრო დიდ ყურადღებას აჩვენებს მის მიმართ, რაც მეტად ის, ასეთ მრავალ უღმრთოებისკენ მზიდავთა შორის, სათნოების გზით მიდის.
6. ანგარების მხილება და სათნოებისკენ შეგონება
ამის მცოდნენი, მხოლოდ ის გვქონდეს მხედველობაში, რაც მას (ღმერთს) სათნოა და რამაც მისი კეთილგანწყობა შეიძლება მოგვიპოვოს; არც მეგობრობის გულისთვის, არც რაიმე ჩვეულებისადმი მორჩილებით სათნოებას ნუ უგულებელვყოფთ, არამედ ღვთის სულგრძელობით ჯეროვნად ვისარგებლოთ და, სანამ ჯერ კიდევ დრო არის, ყოველგვარი სიზარმაცე მოვიშოროთ, სათნოება შევიყვაროთ, ბოროტება კი მოვიძულოთ. თუ სათნოებისკენ სიყვარულითა და გულისთქმით არ ვისწრაფვით და ბოროტების მიმართ დიდ სიძულვილს არ ვიგრძნობთ, მაშინ ვერც ამისგან (ბოროტებისგან) ზიანს ავიცილებთ და ვერც იმას (სათნოებ...