...მიღებაჲ იგი ჭამადისა და სასუმლისაჲ. ამისთჳს მოციქულნი იტყოდეს: „რომელი-იგი ღმერთმან აღადგინაო მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, არა ყოველსა ერსა, არამედ მოწაფეთა მათ, რჩეულთა წინაჲთვე ღმრთისათა, რომელნი-ესე ვართ ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა“.
აწ უკუე ამას მოასწავებს და აუწყებს, ვითარმედ: იხილონ იგი ბრწყინვალედ აღდგომილი, და კუალად მათ თანა იქცეოდის. და იგინი იყვნენ მოწამე საქმეთა მათ ხილვითაცა და საქმითა. ამისთჳს იტყჳს: „ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა“. ესე იგი არს, წინაშე თუალთა თქუენთა, თქუენ მიხილოთ აღდგომილი.
ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა“? ესე იგი არს, უცხოდ და საკჳრველად, რამეთუ ყოველსა საქმესა უცხოსა ახალ ეწოდების წერილთა შინა. ვინაჲთგან უკუე შემდგომად აღდგომისა არა ემოსნეს მას ჴორცნი მოკუდავნი და განხრწნადნი, არამედ უკუდავნი და უხრწნელნი, რომელთა არღარა უჴმდა საზრდელი; და არა თუ საჴმარად ჴორცთა ჭამა და სუა შემდგომად აღდგომისა, არამედ დასამტკიცებელად აღდგომისა.
ამისთჳს უცხოსა მას საქმესა და საკჳრველსა ახალ ეწოდა, რამეთუ მუნ ჟამამდე არღა ხილულ იყო ამას სოფელსა უხრწნელ და უკუდავქმნილ-თა ჴორცთა ჭამაჲ და სუმაჲ. ამ...