მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:1

1. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე,2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
1. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...(იოან. 21,21-22) დადუმნა მეყსეულად.

კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.

კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.

კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“

აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.

და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო შეწევნაჲ, უკუეთუ გულსმოდგინებაჲცა ჩუენი და მოსწრაფებაჲ არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაჲ უფლისაჲ და არას ერგო, რამეთუ არა ინება, არცა აჩუენა თავისაცა თჳსისაგან მოსწრაფებაჲ მცირედიცა.

ხოლო პეტრეს აქუნდა გულსმოდგინებაჲ, გარნა აღიღო რაჲ უფალმან შეწევნაჲ თჳსი, ვერ უძლო მან დადგომად, არამედ დაეცა....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს, და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“ (15,16-20).:

...რიათა მიახლებად. ამისთჳს წესი ესე სიტყჳსა ამის თქუა და მერმე შესძინა, ვითარმედ: „უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა“, და დაიდუმა. რამეთუ ესოდენ იყო მათ შორის კრძალვაჲ ჭამადთაჲ, ვიდრეღა შემდგომად აღდგომისაცა იტყოდა პეტრე: „ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა“. ამისთჳს უფალმან წუთერთ არა განუჩინა სრულიად საქმე ესე, არამედ ჭეშმარიტებაჲ მიუთხრა, ხოლო სრულიად განმარტებასა თანაწარჰჴდა.

სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი

აწ უკუე ვისწავოთ ჩუენცა, თუ რომელნი საქმენი შეაგინებენ კაცსა. ვისწავოთ და ვივლტოდით, რამეთუ ვხედავ მრავალთა თანა ესევითარსა ჩუეულებასა და ფრიადსა მოსწრაფებასა, რაჲთა მივიდოდიან რაჲ ეკლესიად, სამოსლითა მივიდენ წმიდითა და ჴელითა დაბანილითა, ხოლო რაჲთამცა სული განწმედილი ცოდვათაგან წარმოუდგინეს ღმერთსა, არცა ერთი აქუს მოსწრაფებაჲ. აწ უკუე, ძმანო, არა თუ ვაყენებ ვის დაბანად ჴელთა და პირისა, არამედ მნებავს ესრეთ ბანაჲ, ვითარცა შეჰგავს. ხოლო შეჰგავს, რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტად დაბანად ჴელთა და პირისა და ყოვლისავე გუამისა, რაჲთა წყლისა წილ სათნოებათა მიერ განიბანოს.

რამეთუ მწი...

სრულად ნახვა