მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:7

6. ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა.7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,8. და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისკაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ (10,7-8).:

თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ კეთილად მსახურნი, წინაშე მდგომელი მონებითურთ მიავლინნა პეტრესსა, რამეთუ წმიდისა თანა წმიდა და რჩეულისა თანა რჩეულ იყვნეს ყოველნი მსახურნი და მახლობელნი მისნი, რომელთა არა სილაღით უბრძანებს მოწოდებად პეტრესსა, არამედ ყოველსა მას წარმოუთხრობს ჩუენებასა და სიტყუასა ანგელოზისასა მისსა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის