მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:41

40. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,41. არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
41. არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).:

...(იოან. 8,14) ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ“ (16,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რაჲთა რაჟამს იხილნეთ, ვითარმედ მრავალნი არა გისმენდენ, არამედ გტანჯვიდენ თქუენ, არა დაჰბრკოლდეთ, არამედ გეჴსენნენ სიტყუანი ესე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-ცემაჲცა მისცა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: „ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მამაჲ ჩემი, არცა მე“ (16,3). კმა არს ესე ნუგეშინისსაცემელად თქუენდა, რამეთუ ჩემთჳს და მამისა ჩემისათჳს მოიწეოდის ესე ყოველი თქუენ ზედა, ვი-თარცა პირველ გეტყოდე, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუით ჩემ...

სრულად ნახვა