მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:3

2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის.3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე!4. და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საყოველთაო უსჯულოება და ნოეს მადლი (6:6-8):

...ანმავლობაში ყველა ამ ადამიანს უქადაგებდა და ურჩევდა უღმრთოებისგან განრიდებას, საკუთარ თავსაც მათი სიბილწისგან თავისუფლად ინახავდა. და როგორც ისინი ბოროტი საქმეებით კაცთმოყვარე ღმერთის რისხვას იწვევდნენ, ასევე ეს, სათნოება რომ შეიყვარა, „პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა". „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა" (); ასეთ სიმრავლეში ერთს რომ იპოვნის მისი სათნოების აღმასრულებელს, არ უგულებელყოფს, არამედ თავის მზრუნველობას ღირსად მიიჩნევს და მით უფრო დიდ ყურადღებას აჩვენებს მის მიმართ, რაც მეტად ის, ასეთ მრავალ უღმრთოებისკენ მზიდავთა შორის, სათნოების გზით მიდის.

6. ანგარების მხილება და სათნოებისკენ შეგონება

ამის მცოდნენი, მხოლოდ ის გვქონდეს მხედველობაში, რაც მას (ღმერთს) სათნოა და რამაც მისი კეთილგანწყობა შეიძლება მოგვიპოვოს; არც მეგობრობის გულისთვის, არც რაიმე ჩვეულებისადმი მორჩილებით სათნოებას ნუ უგულებელვყოფთ, არამედ ღვთის სულგრძელობით ჯეროვნად ვისარგებლოთ და, სანამ ჯერ კიდევ დრო არის, ყოველგვარი სიზარმაცე მოვიშოროთ, სათნოება შევიყვაროთ, ბოროტება კი მოვიძულოთ. თუ სათნოებისკენ სიყვარულითა და გულისთქმით არ ვისწრაფვით და ბოროტების მიმართ დიდ სიძულვილს არ ვიგრძნობთ, მაშინ ვერც ამისგან (ბოროტებისგან) ზიანს ავიცილებთ და ვერც იმას (სათნოებ...

სრულად ნახვა