მოციქულისაჲ: მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა (2,1).
თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის (2,2).
თარგმანი: რაჲსათჳს არა პირველ ესოდენთა ამათ წელთა აუწყა, არამედ აწღა აუწყებს?...


