მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:3

2. ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი.3. არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად,4. შემოსულთა მათთჳს ძმათა-მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ,
გალატელთა მიმართ თავი 2
3. არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად,
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად, შემოსრულთა მათთჳს ძმათა მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ (2,3-4).:

თარგმანი: წარმართ იყო ტიტე და წინადაუცუეთელ, რომლისა არა-იძულებაჲ წინადაცუეთად მოციქულთა მიერ — განცხადებული სამხილებელი იყო მათი, რომელთა უძლურებისათჳს პეტრე და მისთანანი შეუნდობდეს წინადაცუეთად, რამეთუ უკუეთუმცა საჭიროდ საჴმარ ვისსამე იყო წინადაცუეთაჲ, უეჭუელად მას წინა-დასცუეთდეს. ხოლო ძმად მტყუვრად უწოდს მათ, რომელნი რეცა ქრისტიანობასა იჩემებდეს და თჳთ წინადაცუეთასა ქადაგებდეს; არღარა მიშუებით პეტრესებრ, არამედ კუალად მათვე ჰურიათა შჯულსა დაამონებდეს, ქრისტეს მიერ გამოჴსნილთა მათ. და კუალად, პეტრე და მისთანანი ჰურიათაგანთა ოდენ მიუშუებდეს ჟამერთ მენდობით წინადაცუეთად, ხოლო იგინი წარმართთაგანთაცა აიძულებდეს-ვე; და ესევე იყვნეს აღმაშფოთებელ გალატელთა, რაჲთა განხრწნან მათ შორის აზნაურებაჲ იგი ქრისტეს მიერი კუალად შჯულისავე წესთა დამონებითა, რომელთა სამართლად მსტურად უწოდს, ვითარცა აშაგთა, შინა-განმცემელთა ქრისტიანობისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის