მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:1

1. მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა; ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა.2. ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი.
გალატელთა მიმართ თავი 2
1. მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა; ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა (2,1).:

თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.

თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა-მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათჳს (15,1-2).:

...ს შორიელად წარავლენენ ანტიოქიით იერუსალემდ. რამეთუ უწყიან, ვითარმედ იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა ჯერ-არს წარჴდომად უდებებითა შჯულისაგანი და წინაჲსწარმეტყუელთაჲ. ხოლო აწინდელი ესე აღსლვაჲ პავლესი იგი არს, რომლისათჳს თჳთვე დასწერს, ვითარმედ: "მეათოთხმეტესა წელსა აღვედ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა." () ესრეთ უკუე კეთილად გარე-წარაქცინა პავლე ჰურიათა-განმან მთავრობის მოყუარებისათჳს წარმოსრულნი იგი იერუსალემით ჰურიანი, რომელთა, ვინაჲთგან იერუსალემს ვერ ეძლო მოძღუარ ყოფაჲ, მუნ მყოფობისაგან მოციქულთაჲსა, ამისთჳს მოწაფეთა მიმართ ანტიოქიად გარდამოვიდეს, რაჲთა ქადაგებითა ამით წინა-დაცუეთისაჲთა მოძღუარ მათდა იქმნნენ.

და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა, და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ, შეწყნარებულ იქმნნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა. და მიუთხრეს მათ, რაოდენი რაჲ ყო ღმერთმან მათ თანა და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ (15,3-4).

თარგმანი: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, არცაღა მგზავრ დააცადებდეს ქადაგებასა პავლე და ბარნაბა, რამეთუ თჳთ ხარებაჲ იგი წარმართთა მორევისაჲ ქადაგებაჲ იყო ჰურია...

სრულად ნახვა