გალატელთა მიმართ ეპისტოლე
ესე ებისტოლჱ ჰრომით მიუწერა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ მეიწყნარეს გალატელთა ქადაგებაჲ მოციქულისაჲ კეთილად და ჰრწმენა ქრისტჱ, ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მოციქული, მივიდეს მათდა ვიეთნიმე და ეტყოდეს, ვითარმედ ჯერ-არს წინადაცუეთაჲ. და ესე რაჲ ცნა მოციქულმან, მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: პავლჱ მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).
თარგმანი: რომელნი-იგი ჰურიათაგანნი მოქცეულ იყვნეს ზუაობითა დამთრვალ იყვნეს და ენება, რაჲთამცა მოძღურებისა პატივი მიიღეს და მივიდეს...


