1.აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.2.რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.3.აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;4.რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.5.რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;6.ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;7.აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;8.რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე;9.გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;10.რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:11.სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი;12.და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.13.უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.14.რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.15.კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.16.პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ,17.ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.18.ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას19.სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,20.სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.21.კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.
...ლასი ადგილია. ამიტომ, როგორც აქ ზეცის არჩევაზე არ არის საუბარი, ასევე არც მაშინ, როცა ამბობს: „დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“ (), ან: „იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან“ ().
რადგან აქაც ამას არ ამბობს, თითქოს იუდეველები მისნი არიან, ხოლო სხვა ადამიანები - აღარ; თითქოს ისინი მისი განგებისგან დაცარიელებულნი და შემოქმედებას მოკლებულნი იყვნენ. ღმერთი ხომ ყველას საერთო ღმერთია; ამ სიტყვას კი იყენებს, რათა მათდამი თავისი სიყვარული აჩვენოს, რადგან ისინი სხვებზე გარკვეულწილად უკეთესებად ჩანდნენ.ხოლო იმას, რომ მხოლოდ ისინი არ აურჩევია, არამედ ყველას მზრუნველი იყო, მოსემდელი ამბებიც აჩვენებს, არანაკლებ - მის დროს მომხდარიც, და მის შემდეგ თითოეულ შემთხვევაში აღსრულებულიც. რადგან მზე, მიწა, ზღვა და ყველა სხვა რამ ყველას საზიაროდ მისცა და ბუნებითი რჯულიც ყველას ჩაუნერგა.აბრაამიც, სპარსელი რომ იყო, შეიყვარა და გადაასახლა; მისი მეშვეობით ეგვიპტელებიც, ქანაანში მყოფნიც და სპარსეთიდან მოსულნიც გამო...
...ლო თითოეულზე დაურთავს: „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ“ (). და კიდევ: „აუარებდით უფალსა უფალთასა“ (). წინა ფსალმუნში ამბობდა, რომ „უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა“ (); აქ კი კიდევ უფრო მეტს ამბობს: რომ ის მათი უფალიც არის და მეუფეც, კერპებზე იტყვი ამას თუ დემონებზე.თუმცა დემონები შეურაცხყოფილნი და განდევნილნი არიან, მაინც მონები არიან და ქედს იხრიან.ამიტომაც აღუარებდით, ამბობს, რადგან ღმერთი გყავთ ყველაზე აღმატებული, რომლის მსგავსი არავინაა, ყოველთა მეუფე და ყოველთა უფალი.თუმცა იგი სათნო-მყოფელთა ღმერთად იწოდება, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ ().მაშ, როგორ ამბობს აქ, რომ იგი დემონებისაც არის?მაგრამ ის სხვაგვარად ითქმის და ეს - სხვაგვარად....