მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 134:4

3. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;4. რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.5. რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;
ფსალმუნნი თავი 134
4. რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი“ ().

1. ქების მსხვერპლი და ღვთის რჩეული ერი

კვლავ თვითონვე მოუწოდებს ამ მსხვერპლისკენ, რომელიც ქებათა მეშვეობით აღესრულება. რადგან ესეც მსხვერპლია ღმერთისთვის და შესაწირავი. ამიტომ სხვა ადგილასაც ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ (). ხოლო სახლსა და ეზოებს ხშირად ახსენებს, რათა ისინი იმ ადგილს მიამაგროს და გაქცევის ნება არ მისცეს. რადგან დასაბამიდანაც სწორედ ამიტომ დაადგინა ტაძრის აღმართვა, რათა ყველას ერთ ადგილას შეკრება მათთვის ყოველგვარი უკეთურებისა და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ლასი ადგილია. ამიტომ, როგორც აქ ზეცის არჩევაზე არ არის საუბარი, ასევე არც მაშინ, როცა ამბობს: „დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“ (), ან: „იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან“ ().

რადგან აქაც ამას არ ამბობს, თითქოს იუდეველები მისნი არიან, ხოლო სხვა ადამიანები - აღარ; თითქოს ისინი მისი განგებისგან დაცარიელებულნი და შემოქმედებას მოკლებულნი იყვნენ. ღმერთი ხომ ყველას საერთო ღმერთია; ამ სიტყვას კი იყენებს, რათა მათდამი თავისი სიყვარული აჩვენოს, რადგან ისინი სხვებზე გარკვეულწილად უკეთესებად ჩანდნენ. ხოლო იმას, რომ მხოლოდ ისინი არ აურჩევია, არამედ ყველას მზრუნველი იყო, მოსემდელი ამბებიც აჩვენებს, არანაკლებ - მის დროს მომხდარიც, და მის შემდეგ თითოეულ შემთხვევაში აღსრულებულიც. რადგან მზე, მიწა, ზღვა და ყველა სხვა რამ ყველას საზიაროდ მისცა და ბუნებითი რჯულიც ყველას ჩაუნერგა. აბრაამიც, სპარსელი რომ იყო, შეიყვარა და გადაასახლა; მისი მეშვეობით ეგვიპტელებიც, ქანაანში მყოფნიც და სპარსეთიდან მოსულნიც გამო...

სრულად ნახვა