მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 134:5

4. რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.5. რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;6. ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
ფსალმუნნი თავი 134
5. რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი“ ().

1. ქების მსხვერპლი და ღვთის რჩეული ერი

კვლავ თვითონვე მოუწოდებს ამ მსხვერპლისკენ, რომელიც ქებათა მეშვეობით აღესრულება. რადგან ესეც მსხვერპლია ღმერთისთვის და შესაწირავი. ამიტომ სხვა ადგილასაც ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ (). ხოლო სახლსა და ეზოებს ხშირად ახსენებს, რათა ისინი იმ ადგილს მიამაგროს და გაქცევის ნება არ მისცეს. რადგან დასაბამიდანაც სწორედ ამიტომ დაადგინა ტაძრის აღმართვა, რათა ყველას ერთ ადგილას შეკრება მათთვის ყოველგვარი უკეთურებისა და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე:

...ლო თითოეულზე დაურთავს: „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ“ (). და კიდევ: „აუარებდით უფალსა უფალთასა“ (). წინა ფსალმუნში ამბობდა, რომ „უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა“ (); აქ კი კიდევ უფრო მეტს ამბობს: რომ ის მათი უფალიც არის და მეუფეც, კერპებზე იტყვი ამას თუ დემონებზე. თუმცა დემონები შეურაცხყოფილნი და განდევნილნი არიან, მაინც მონები არიან და ქედს იხრიან. ამიტომაც აღუარებდით, ამბობს, რადგან ღმერთი გყავთ ყველაზე აღმატებული, რომლის მსგავსი არავინაა, ყოველთა მეუფე და ყოველთა უფალი. თუმცა იგი სათნო-მყოფელთა ღმერთად იწოდება, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ (). მაშ, როგორ ამბობს აქ, რომ დემონებისაც არის? მაგრამ ის სხვაგვარად ითქმის და ეს - სხვაგვარად....

სრულად ნახვა