მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 134:1

1. აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.2. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
ფსალმუნნი თავი 134
1. აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.
ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი“ ().

1. ქების მსხვერპლი და ღვთის რჩეული ერი

კვლავ თვითონვე მოუწოდებს ამ მსხვერპლისკენ, რომელიც ქებათა მეშვეობით აღესრულება. რადგან ესეც მსხვერპლია ღმერთისთვის და შესაწირავი. ამიტომ სხვა ადგილასაც ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ (). ხოლო სახლსა და ეზოებს ხშირად ახსენებს, რათა ისინი იმ ადგილს მიამაგროს და გაქცევის ნება არ მისცეს. რადგან დასაბამიდანაც სწორედ ამიტომ დაადგინა ტაძრის აღმართვა, რათა ყველას ერთ ადგილას შეკრება მათთვის ყოველგვარი უკეთურებისა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის