მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:6

5. რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,7. რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.
გალატელთა მიმართ თავი 1
6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მიკჳრს, რამეთუ ესრე ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა (1,6).:

თარგმანი: ორნი ბრალნი დასხნა მათთჳს: ვითარ გარდაიქცეს, და ესრეთ მსწრაფლ, რომელ არცაღა ჟამეულად მიამყოვრეს წინააღდგომაჲ მიმდრეკელთაჲ მათ. ხოლო შენ იხილე სიბრძნე, ვითარ სადაჲთ-იგი ჰგონებდეს შეძინებასა, ვითარმედ მამისა მსახურებაჲ არს პყრობაჲ ძუელისა შჯულისაჲ, მიერვე მოციქული წარუკუეთს სასოებასა, ვითარმედ ქრისტესგან და სახარებისაგან განშორებული — მამისაგანცა განშორებულ არს, რამეთუ თჳთ მამამან მიწოდნა ჩუენ მადლსა ამას ძისა მისისასა. რამეთუ მამაჲ გვწოდს მადლისა მიმართ, ხოლო ძე უსასყიდლოდ მოგუმადლებს განთავისუფლებასა ცოდვათაგან სისხლითა თჳსითა, ხოლო სული წმიდაჲ თანა-სათნო-იყოფს და სრულ-გუყოფს ნათლისღებისა მიერ. ესრეთ ზოგადი არს სამთაჲვე და ერთ მოქმედებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ ერთარსებისა მიერ წმიდისა სამებისა.

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...ია 1:21)? ეს გაკვირვება მეტყველის ტკივილსაც აჩვენებს, იუდეველთა დიდ უგრძნობელობასაც და იმასაც, რომ მომხდარი ყოველ მოლოდინს მიღმა მოხდა. ასეთივე გაკვირვებით ამბობს პავლეც გალატელთა მიმართ: „მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით“ (); ასეთი სიტყვა ბრალდებათა რიგშიც დგას და შეგონების სახეცაა, რადგან მხილებულებს სათნოებისკენ უკან უხმობს. რადგან ნათქვამი საკვირველიც რომ იყოს და ქებაც შეერიოს ბრალდებას, ეს ბრალდებას უფრო მძიმეს ხდის. რადგან ისე არ ვკიცხავთ მათ, ვინც არაფერს წარმოადგენდა და მდაბალ ცხოვრებას მისდევდა, როგორც მათ, ვინც წინათ პატიოსნად მიაჩნდათ, შემდეგ კი უკეთურთა საქმეები გამოაჩინეს. მეძავად კი აქ იმიტომ უწოდებს, რომ სხეულებრივ აღვირახსნილობას კი არ გულისხმობს, არამედ ღმერთის მიმართ უმადურობას, რაც იმ მეძაობაზე უფრო მძიმეა. იქ შეურაცხყოფილი ადამიანი არის, აქ კი უარყოფილი ღმერთია.

ასე იქცევა ეს წინასწარმეტყველიც და ყველა სხვა წინასწარმეტყველიც: რადგან თვით ღმერთმა...

სრულად ნახვა