თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თქუენი არა უწყი, რასა მეტყჳთ წინადაცუეთისა დაჴსნისათჳს, რამეთუ თჳთ მათ, რომელნი-იგი თქუენ საგონებელ გიჩნან უპირატესად ქადაგად წინადაცუეთისა, რაჟამს ვაუწყე, ვითარმედ ვაყენებ წინადაცუეთასა, არაჲვე მითხრეს, რაჲთა არა ვქადაგებდე, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომი მაგისი, რასა-ეგე თქუენ ჰგონებთ, რომელ არს დამტკიცებაჲ ჩემისა ამისვე ქადაგებისაჲ, რომლითა არცა მოწაფე ვარ მათი, რამეთუ ქრისტეს მიერ წარვლინებულმან ვიწყე ქადაგებად მისსა, რომელი მეჩუენა გზასა ზედა. არცა კუალად წინააღმდგომი ვარ მათი, არამედ მათითა განზრახვითა ერთჴმა ვართ ყოველსა შინა ქადაგებასა.
გალატელთა მიმართ 2:7
6. ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.7. არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.
გალატელთა მიმართ თავი 2