მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:21

20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.21. არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?
გალატელთა მიმართ თავი 2
21. არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა, რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა (2,21).:

თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა სიტყუაჲ მხილებისაჲ, ვითარმედ: რომელნი-იგი შჯულსა ჰმსახურებენ, ქრისტეს მადლსა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ უკუეთუ შჯული არს განმამართლებელ და უპირატეს არს იგი მადლისა, ნამეტავ სამე იქმნა სიკუდილი ქრისტესი, რომელი-იგი განმართლებისა ჩუენისათჳს მოკუდა. ხოლო მე არცა ვჰმსახურებ შჯულსა, არცა მის ძლით შეურაცხვჰყოფ მადლსა მას ქრისტეს მიერისა განმართლებისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის