თარგმანი: მრავალნი ამას ადგილსა იკითხვიდენ რაჲ, იტყჳან თუ: პავლჱ პეტრეს შეასმენს; არამედ არა იციან, რასა იტყჳან, რამეთუ ფრიადი ერთობაჲ ჩანს აქა პეტრესი და პავლესი. და ესრეთ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოციქულნი იერუსალჱმს შეუნდობდეს წინადაცუეთად, ხოლო ანტიოქიად რაჲ მივადეს, არღარა ერიდებოდეს, არამედ წარმართთაგანთა თანა მორწმუნეთა იყვნეს, რომელიცა პეტრე ქმნა ესრეთ. ხოლო მოვიდეს რაჲ ვიეთნიმე იერუსალჱმით, არღარა ქადაგებდა ესრეთ, არამედ განეშორა წარმართთაგანთა, რაჲთა არა დააბრკოლნეს იგინი, და რაჲთა მისცეს მიზეზი პავლეს წინააღდგომად მისდა ამას ზედა, და ყვეს განზრახვაჲ და წინაშე ერისა აბრალა პავლე თუ: რად იქმ მაგას, რომელ არა ხარ წარმართთაგანთა მორწმუნეთა თანა და არა დაუტეობ წინადაცუეთილებისა ქადაგებასა, ხოლო მან არარაჲ მიუგო, არამედ გამოიჩინა თავი თჳსი თუ: არა მაქუს სიტყუაჲ; რამეთუ ამისთჳს თქუა თუ: შეკდემულ იყო იგი; და ესრეთ, იხილეს რაჲ იერუსალჱმელთა მათ, ვითარმედ დაარწმუნა პავლე პეტრეს, შეშინდეს და დაირწმუნეს დაუბრკოლებელად.
გალატელთა მიმართ 2:11
10. გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.11. და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო.12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.
გალატელთა მიმართ თავი 2