თარგმანი: ადგილნი უკუე განიყვნეს ქადაგებისანი, ხოლო მოღუაწებაჲ გლახაკთაჲ სწორად და განუყოფელად იპყრეს. ვინ არიან გლახაკნი ესე? — ცხად არს, ვითარმედ ქუეყანასა ჰურიასტანისასა მყოფნი ჰურიათაგან მოქცეულნი ქრისტიანობად, რომელთა ნაქონებნი თჳთ მათთავე ნათესავთა, ჰურიაობასა შინა დაშთომილთა, იავარ-ყვნეს, ვითარცა განძჳნებულთა მათისა მის ქრისტიანობად მოქცევისაგან. და ამას თჳთ ესევე მოციქული ცხადჰყოფს ებრაელთა მიმართსა მას შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "იავარის-ყოფაჲ მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ" (). და იყვნეს-ცა ნამდჳლვე ღირს ქებისა, რომელთა-იგი სიყუარულისათჳს ქრისტესისა ყოველივე ნაგევად შეჰრაცხეს, რამეთუ არა ეგოდენ იბრძოლებოდეს წარმართთაგანნი თჳსთა მათთაგან, წარმართობასა შინა დაშთომილთა, რაოდენ ჰურიათაგანნი — ჰურიაობასა შინა დაშთომილთაგან.
გალატელთა მიმართ 2:10
9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.10. გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.11. და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო.
გალატელთა მიმართ თავი 2