მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:20

19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.21. არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?
გალატელთა მიმართ თავი 2
20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტეს თანა ჯუარცუმულ ვარ. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე (2,19-20).:

თარგმანი: ქრისტეს თანა ჯუარს-ვეცუმით ნათლისღებითა, რამეთუ მოვკუდებით ცოდვისაგან და ჩუეულებისა პირველთა საქმეთაჲსა, და აღუთქუამთ მას ჯმნასა მათგან. ხოლო მათგან რაჲ მოვკუდეთ და არღარა მივიქცეთ კუალად მოქმედებად მათდა, მიერითგან ქრისტე ჩუენ შორის არს, და არღარა ჩუენ ვმოქმედებთ კეთილსა მას, არამედ ყოველსავე იგი თავადი გუაქმნევს, უკუეთუ ოდენ შეუდგეთ მორჩილებასა მცნებათა მისთასა, შეგუეწევის და გჳძღჳს, ვინაჲცა ენებოს. და ესე არს მისი ჩუენ შორის ცხორებაჲ, რაჟამს არარაჲ იქმნებოდის თავთა შინა ჩუენთა არასათნოჲ მისი, რამეთუ ვითარცა-იგი ცოდვაჲ, რაჟამს განძლიერდეს, მოაკუდინებს სულსა, და თჳთ ცხოველებს და მოქმედებს ჴორცთა მათ შინა, რომელთა იუფლონ იგი, ეგრეთვე კაცმან, რაჟამს განაძლიეროს სათნოებაჲ, მკლველ ექმნების ცოდვასა; და თჳთ მოკუდების ცოდვისაგან; და ესრეთ, მიერითგან მის შორის მკჳდრ და მოქმედ არს ქრისტე, და იგი იქმს ყოველსავე ჴორ-ცთა მათ შორის, მომკუდართა ცოდვისაგან, საქმითისა და გონებითისა.

მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის (გალ. ით).

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, მიგებებად ქრისტეს შობის დღესასწაულისა. მრავალის დღის მარხვა მისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამა, რათა ჩვენ, განწმედილნი სულითა და ხორცითა, ღირსებით შევეგებოთ ქრისტესა, ქვეყნად მომავალსა. ყოველნი საღმრთონი საკითხავნი, საგალობელნი, ლოცვანი, რომელნი გესმოდათ თქვენ ეკლესიასა შინა განმავლობასა შინა ამა მარხვისასა, წინადვე გვახარებდენ, მოასწავებდნენ და მოგვამზადებდენ ჩვენ, ქრისტეს შობას. მაშასადამე, უკეთუ წმიდა ეკლესია ესრედ ჰცდილობს ჩვენსა მომზადებასა, ჩვენც ჩვენითა მხრითაც უნდა ვეცადოთ და განვამზადოთ გული და გონება ჩვენი მიღებად ქრისტესა გულთა შინა ჩვენთა. მოვიხმაროთ აწ რაოდენიმე წამი განზრახვად და გამოკლევად აზრისა მის, რომელსა მოგვცემს ჩვენ წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებში: შვილნო ჩემნო საყვარელნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოისახოს ქრისტე თქვენ შორის. როგორ უნდა გამოისახოს ქრისტე ჩვენს გულში? ანუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს ქრისტიანესა და იესო ქრისტეს...

სრულად ნახვა
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მართალთა მიბაძვა და სულიერი სიწმინდის ძალა:

...ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?

4. სულიერი მსხვერპლი და ფხიზლად ყოფნა ეშმაკის წინააღმდეგ

მას მივბაძოთ ყველამ, მოვაკვდინოთ ხორცის სხეულის ნაწილები და ცოდვისთვის უმოქმედო გავხადოთ ისინი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ღვთისთვის სათნო მსხვერპლად წარვუდგინოთ ისინი. ხედავ რაღაც ახალსა და უჩვეულოს ამ მსხვერპლში? როცა სხეულის ნაწილები მკვდარნი ხდებიან, მაშინ ყველაზე მისაღებნი ხდებიან მსხვერპლისთვის. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ეს სულიერი მსხვერპლია და არაფერ გრძნობადს არ შეიცავს. გრძნობად მსხვერპლში არა მხოლოდ ყოველი მკვდარი იკრძალება, არამედ ცოცხალიც კი, რაიმე ნაკლი რომ ჰქონდეს, ვერასდროს სათნო მსხვერპლი ვერ იქნება. ეს თავიდანვე ასე იყო დაწესებული, და არა ისე უბრალოდ, არამედ ი...

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. რწმენა ზეციურ მემკვიდრეობაში:

...ვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა. მივიღოთ ეს მოციქულის შეგონება და ვიცხოვროთ არა ჩვენთვის, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის. მაგრამ როგორ, იტყვი, შეგვიძლია არა ჩვენთვის ცხოვრება? ისმინე კვლავ იმავე ნეტარი პავლესი, რომელიც ამბობს: „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). შეხედე, როგორ ეს, მიწაზე მოარული და ხორცით შემოსილი, ისე ცხოვრობდა, თითქოს ცაზე ყოფილიყო და უხორცო ძალებთან ერთად მოღვაწეობდა. ამიტომაც სხვა ადგილას თქვა: „ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით" (). სწორედ ამაშია არა თავისთვის ცხოვრება, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღმდგარისთვის ცხოვრება — როცა ვითარცა მკვდარნი ვართ ამ ცხოვრების მიმართ და არაფერ ხილულს ვებმით. იმისთვის ითმინა ჩვენმა უფალმა ჯვარცმა, რომ ეს ამქვეყნიური ცხოვრება იმ ზეციურზე გაგვეცვალა, უფრო სწორად — ამის მეშვეობით ის მოგვეპოვებინა. ხოლო ამჟამინდელი ცხოვრება, თუ ფხიზლად და ყურადღებით ვიქნებით, საუკუნო ცხოვრების ტკბობისკენ მიგვიძღვება. და ჩვენ, თუ ოდნავ მაინც მოვისულიერებთ და გონების თვალს ავახელთ, ყოველთვის შეგვიძლია იქაური სასუფევლის მოსვენებაზე ვიფიქროთ და, ამგვარად, ხილულს ყუ...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სათნოება და მოწყალება ღვთისთვის:

...ია, და ამაზეც ნაკლები. სათნოება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ცხოვრების საგნების მიმართ მკვდრის მსგავსი იყო, ისევე, როგორც სულის ცხონებისთვის საზიანოს მიმართ — უმოქმედო, თითქოს მკვდარი, და ცოცხალი და მოქმედი მხოლოდ სულიერისთვის, როგორც პავლემ თქვა: „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). ამიტომ ჩვენც, საყვარელნო, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, როგორც ქრისტეშემოსილთ ეკადრებათ, და სულიწმინდა ნუ შევაწუხებთ. როცა ვნება ან უწმინდური გულისთქმა, ან რისხვა, ან მძვინვარება, ან შური გვაღელვებს, მაშინ დავფიქრდეთ, ვინ ცხოვრობს ჩვენში, და ყოველი ასეთი ფიქრი შორს განვდევნოთ. შეგვრცხვეს ღვთისგან ბოძებული უხვი მადლისა, დავიმორჩილოთ ყოველი ხორციელი ვნება, რათა, ამ მოკლე და სწრაფწარმავალ ცხოვრებაში ჯეროვანი მოღვაწეობის გავლის შემდეგ, იმ მომავალ დღეს — საშინელი ცოდვილთათვის და სანატრელი სათნოებით შემოსილთათვის — დიდი გვირგვინების ღირსნი გავხდეთ და იმ გამოუთქმელი სიკეთეები მივიღოთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ძალ-მიც საქმედ თავით ჩემით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვშჯი, და საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“ (5,30).:

...შთავარდეს.

და ვითარმცა იყო ესე, თუმცა უფალი იტყოდა, თუ: სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი, და სხუაჲ არს მამისაჲ, რომელ-ესე კაცნიცა ჭეშმარიტად ღმრთისმსახურნი არავე იტყჳან ამას. რამეთუ უკუეთუ პავლე ესრეთ შეზავა ნებაჲ თჳსი ნებასა ღმრთისასა, ვიდრეღა იტყოდა, ვითარმედ: „არღა მე ცხოველ ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ შორის ქრისტე“, ვი-თარ უკუე მეუფემანმცა ყოველთამან თქუა, თუ: სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი და მას არა ვეძიებ, არამედ მამისა ჩემისა ნებასა ვეძიებ? გარნა გონებათაებრ მსმენელთაჲსა და იჭჳსაებრ მათისა, რომელთა მიმართ მაშინ იტყოდა, თქუა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ზემოჲთვე იტყოდა სიტყუათა მათ, რომელთამე - ღმრთივშუენიერად და რომელთამე - კაცობრივ, და აქაცა კუალად ვითარცა კაცი იტყჳს, ვითარმედ: „საშჯელი ჩემი მარ-თალ არს“, ამისთჳს, „რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“. რამეთუ ვითარცა კაცთა შორის რომელი ნებისა თჳსისა აღსრულებისაგან შორს იყოს და სიყუარულისაგან თავისა თჳსისა, უჯერო არს მისთჳს თქუმაჲ, თუ უსამართლოდ შჯის, ეგრეთვე ვერცა ჩემდა აწ ძალ-გიც მხილებად, რამეთუ რომელი ეძიებდეს თჳსისა ნებისა დამტკიცებად, ნუუკუედა იჭუეულ იქმნეს მრავალთაგან, ვი-თარმედ გარდააქცევს სამართალსა, ხოლო რომელი თჳსსა ნებასა არა ეძიებდეს, რაჲღა მიზეზი არს, რა...

სრულად ნახვა