მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:19

18. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.
გალატელთა მიმართ თავი 2
19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მე სჯულისთჳს სჯულითა მოვკუედ (2,19).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე თჳთ მის სჯულისა სიტყუასა დავემორჩილე და მოვკუედ მისგან და დაუტევე იგი. და რამეთუ რჩული ქრისტეს მოასწავებდა და აწ მისისავე სიტყჳსათჳს მისგან მომკუდარ ვარ, რამეთუ არღარა აღვასრულებ მას, გარნა რომელ არა აღვასრულებ მას, ამით უფროჲსად ვარ აღმასრულებელ მისა.

თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე (2,19).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე თჳთ მის შჯულისაჲ ვირწმუნე, მეტყოდა რაჲ შჯულისმდებელი ქრისტესთჳს, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან, მისი ისმინეთ" (). ამან შჯულისა სიტყუამან მომაკუდინა თჳთ მის შჯულისაგან, რაჲთა, ვითარცა მკუდარი, უქმ ვიყო მოქმედებად მისსა, და ყოვლითა ძალითა შეუდგე საღმრთოდ ცხორებასა, რომელ არს მოქმედებაჲ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესთაჲ. გინათუ ესრეთ, რამეთუ შჯულად სულისა ცხორებისა მის მიერ სხუასა ადგილსა წოდებულმან სახარებამან მოაკუდინა იგი შჯულად სიკუდილისა სახელდებულისა მისგან ძუელისა შჯულისა, რაჲთა მისგან — უქმ, ხოლო ამისსა — მოქმედ იყოს; რამეთუ ამისი მოქმედებაჲ არს მისი დაცვაჲ, ხოლო მისი მოქმედებაჲ — ზოგად ამისგან და მისგან გარდამავალ გუყოფს. გინათუ ესრეთცა, ვითარმედ: რომელი-იგი მიბრძანებდა ყოველსავე მას შინა წერილსა დაცვად, ხოლო ქმნად ვერცა ერთისა რაჲს შემეწეოდა, და არა-ქმნისათჳს მომკლვიდა წყევითა და პატიჟისყოფითა, ამისთჳსცა მის მიერ მოკლული წყევითა და პატიჟითა მკუდარ და უქმ ვარ ყოვლითურთ, არა თუ ღმერთმან განმაცხოველოს მადლით...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის