მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:5

4. შემოსულთა მათთჳს ძმათა-მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ,5. რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.6. ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.
გალატელთა მიმართ თავი 2
5. რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთაჲ ჟამერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა (2,5).:

თარგმანი: რაჲ იყო არა-დამორჩილებაჲ? —გარნა რამეთუ არღარავის თუალ-ახუნა ტიტესცა წინადაცუეთითა აწ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა — ტიმოთესითა. ესე ამისთჳს, რაჲთა ქადაგებაჲ თჳსი წარმართთა მიმართ განცხადებულად დაამტკიცოს, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: ძუელნი წარჴდეს; და ვითარმედ: უკუეთუ წინა-დაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არაჲ გარგოს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის