1.და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.2.სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,3.რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით?4.რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა?5.რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.6.მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.7.აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.8.ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.9.რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.10.მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს.11.რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე.12.უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა,13.კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს.14.რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.15.რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან.16.არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?17.რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.18.ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ.19.რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.20.და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო.21.ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს:22.გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქუენი არს.23.ხოლო თქუენ - ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, გარნა სიბრძნესა არა ამის სოფლისასა (2,6).
თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ კაცთა მიერ სიბრძნედ შერაცხილი იგი სიცოფე არს, ხოლო საღმრთოჲ იგი — სიბრძნე, რომელი წარწყმედულთა მათ სიცოფედ შეურაცხიეს, იგი არს ჭეშმარიტი სიბრძნე. ამისთჳს აწ განჩინებულად სახელ-სდვა მას სიბრძნედ, ხოლო სიბრძნედ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა, და რომელ ჯუარისა მიერ ცხონდა ყოველი სოფელი. იტყჳს უკუე, ვითარმედ: წარმართნი იგი ფილაფოსნი მათთა მათ მიმდგომთა ასწავლიან...
მოციქულისაჲ: რაჟამს ვინმე თქჳს — "მე პავლესი ვარ, და სხუამან თქჳს — "მე აპოლოჲსი ვარ" — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).
თარგმანი: კუალად მათ შორის მყოფთა მათ ფილაფოსთა და მდიდართა მოასწავებს, ხოლო სახელ-არა-სდებს მათ, რაჲთა არა მოწყლნეს გულნი მათნი, არამედ თავსა თჳსსა შორის-შემოიღებს და აპოლოს, რაჲთა ესრეთ მათცა გულისჴმა-ყონ, თუ რასა იტყჳს, და სხუანი იგი არა მოიწყლნენ.
მოციქულისაჲ: რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? (3,5).
თარგმანი: ეჰა სიბრძნე იგი, რამეთუ ყოველივე თავსა თჳსსა და აპოლოს...
პავლესი: უკუეთუ ვინ აღაშენებდეს საფუძველსა ამას ზედა (3,12).
თარგმანი: საფუძველი არს ქრიტეს სარწმუნოებაჲ, ხოლო აღაშენებენ კაცნი ამას ზედა; ვითარცა ოქროსა —რომელნი-იგი ღმრთისმეტყუელებენ მაღლითა გონებითა და საიდუმლოთა ღმრთისათა ქადაგებენ; ხოლო ვითარცა ვეცხლსა — სათნოებათა კეთილთა; და ქვათა პატიოსანთა — კეთილთა გულისსიტყუათა; და შეშასა —სიყუარულსა ხილულთა ამათ, ამის სოფლისა საქმეთასა; ხოლო თივასა — რომელი პირუტყუებრ უგულისჴმო იყოს; და ლელწამსა — რომელი ხრწნილებასა იქმოდის; და მოქმედთა...
...ს სნეულებათაგან ათავისუფლებს. რადგან იცის, რომ გახრწნილი ცხოვრება მაღალი დოგმატების ზედმიწევნით შემეცნებას აბრკოლებს.ამაზე მიუთითებდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ ().და კვლავ: „ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ ().და კვლავ: „რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა“ ().
და კვლავ ესაიაც ამბობს: „მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ ().და ოსიაც: „სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ“ და „განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ“ ()....
1 კორინთელთა მიმართ 3:11 კორინთელთა მიმართ 3:21 კორინთელთა მიმართ 3:3
6.:
...ანზრქნა გული ერისა ამის“** (); ხოლო გონების სიმძიმე ცოდვებისგანაც წარმოიშობა და ყოფითი სურვილებისგანაც. ამ სიმძიმეს განმარტავდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (); „რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს“ ().და მიზეზსაც ურთავს, როცა ამბობს: „სადაც თქვენ შორის დავანი, შურნი და განხეთქილებანია, განა ხორციელნი არა ხართ?“ ()6.ამიტომ, რადგან ისინიც დიდი შურითა და ბოროტი მოშურნეობით ილეოდნენ და უამრავი სხვა ვნებით იყვნენ ალყაშემორტყმულნი, გონების თვალი დაიმძიმეს და ამის შემდეგ ნათლად ხედვა აღარ შეეძლოთ.ამის გამო ხილულ საგნებზე სხვა შეხედულებებს იღებდნენ, თანაც სრულიად საპირისპიროს.ამ ყველაფერს წინასწარმეტყველი სიზუსტით ხედავდა და სნეულები...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა ზომით მისცემს ღმერთი სულსა“ (3,34).:
...რსა ყოველსა გამოვეძიებდეთ გამოწულილვით, რამეთუ არა თუ მოძღუარნი ყოველსა, ვითარცა ენებოს, ესრეთ იტყჳან, არამედ მრავალსა იტყჳან, ვითარცა გონებასა მას უძლურთასა მოჰვიდოდის. ამისთჳსცა პავლე იტყჳს: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა. ვითარცა ჴორციელთა სძჱ გაწოე თქუენ და არა მტკიცჱ საზრდელი“, რამეთუ არა თუ მას ვერ ეძლო სიტყუად, ვითარცა სულიერთა მიმართ, არამედ მათ ვერ ეძლო ტჳრთვად. ეგრეთვე იოვანეს ენება დიდთა მათ საქმეთა სწავლად მოწაფეთა თჳსთა, არამედ ვერ ეძლო მათ ტჳრთვად. ამისთჳს მდაბალთა მათ სიტყუათა შინა იქცევის.
სწავლაჲ ლ რაჲთა წერილთა ჯერისაებრ ვიჴმარებდეთ, და მართლისა ცხორებისათჳს
ჯერ-არს უკუე, რაჲთა წერილთა კეთილად და ჯეროვნად გულისხმა-ვჰყოფდეთ და ვიჴმარებდეთ, რამეთუ წერილნი საჭურველნი არიან სულისანი, არამედ უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ არა შევიჭურნეთ მათ მიერ, არად სარგებელ გუეყვნენ; რამეთუ ჴორციელისაგან გულისხმა-ყავთ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ჯაჭჳ კეთილად ქმნილი და ჩაფხუტი და ფარი და ლახუარი, და არა შეიმოსნეს საჭურველნი იგი ჯერისაებრ და წესისა, არამედ ჯაჭჳ შეიმოსოს ფერჴთა და ჩაფხუტი არა თავსა დაირქუას, არამედ პირსა უკუნიდვას, და ფარი არა მკერდსა მოიყრდნას, არამედ ფერჴთა მოიბას, ირგომცა რაჲმეა ამათგან? და ა...