მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:8

7. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.8. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.9. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
8. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან (3,8).:

თარგმანი: რასა ზედა ერთ არიან, თჳნიერ ვერარაჲსა შემძლებელობასა და უნდოებასა, თჳნიერ აღმაორძინებელისა ღმრთისა!

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი — ღმერთი. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან (3,7-8).:

თარგმანი: იხილე, ვითარ დაუბრკოლებელ ყო შეურაცხებაჲ მათთა მათ წინამძღუართაჲ —ბრძენთა მათ და ფილაფოსთაჲ, რაჟამს თავსა თჳსსა და აპოლოს ზედა მოიღო ყოველი შეურაცხებაჲ საჩინოდ, ხოლო ფარულად მათ მოასწავებს, რამეთუ თჳსითა და აპოლოჲს მიზეზითა გამოაჩინა, ვითარმედ ღმრთისა მიმართ ოდენ ჯერ-არს ხედვაჲ და ყოვლისავე კეთილისა მიზეზსა მისდა მიმართ დადებად. ამით პირითა ერთ არიან დამსხმელი და მომრწყველი, რამეთუ ორთავე სწორად ვერ ძალუც აღორძინებაჲ თჳნიერ ღმრთისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...სა მუშაკთაჲ, რომელ უკუეთუ არა გამოიღონ ნაყოფი თესლთა მათთა, არა აქუს, სადაჲთმცა გამოიზარდნეს. ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვართ, არამედ გინა თუ ნაყოფიერ იყოს ქუეყანაჲ, გინა თუ უნაყოფო, ჩუენ ვინაჲთგან დავსთესოთ, სასყიდელსა შრომისასა მოვიღებთ უფლისა მიერ, რამეთუ „თითოეულმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისა შრომისაებრ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ, ძეო კაცისაო, ეწამე ერსა ამას, უკუეთუ ისმინონ და უკუეთუ გულისხმა-ყონ“. გარნა დაღაცათუ ესრეთ არს, დაშრომაჲ ჩუენი არა უსასყიდლო არს. არამედ ჩუენ რაჟამს ვიხილოთ, ვითარმედ საქმე თქუენი არა წარემართების, სულთ-ვითქუამთ, ვითარცა იგინივე მუშაკნი, რამეთუ ესე არს მოწყალებაჲ მოძღურისა და მამისაჲ; რამეთუ მოსესცა ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „აღვჰჴოცო ერი ესე და გყო შენ ნათესავად დიდად“, ხოლო მან ნეტარმან არა თავს-იდვა, არამედ აღირჩია წარწყმედაჲ მათ თანა, ანუ ცხორებაჲ მათ თანა, რომელნი ერთგზის მიეცნეს მას. ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს წინამძღუარი სულთაჲ. ხოლო ამას ვიტყჳ ყოველსა, რაჲთა განვეკრძალნეთ კეთილისა საქმესა ქმნად, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სიღრმესა მასცა გულისხმის-ყოფისასა მიწდომად, რამეთუ ვნებანი დააბ...

სრულად ნახვა