მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:4

3. რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით?4. რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა?5. რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
4. რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა?
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ", და სხუაჲ იტყოდის: "მე აპოლლოჲსი ვარ", — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).:

თარგმანი: კუალად დაწყებისაებრვე სიტყჳსა განქიქებად იწყო მიზეზთა , რომელ-იგი აქუნდა არათუ პავლეს ზედა და აპოლლოს, არამედ სხუათა ვიეთმე ზედა, უმდიდრესთა და უბრძნესთა მოძღუართა აღრჩევასა.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჟამს ვინმე თქჳს — "მე პავლესი ვარ, და სხუამან თქჳს — "მე აპოლოჲსი ვარ" — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).:

თარგმანი: კუალად მათ შორის მყოფთა მათ ფილაფოსთა და მდიდართა მოასწავებს, ხოლო სახელ-არა-სდებს მათ, რაჲთა არა მოწყლნეს გულნი მათნი, არამედ თავსა თჳსსა შორის-შემოიღებს და აპოლოს, რაჲთა ესრეთ მათცა გულისჴმა-ყონ, თუ რასა იტყჳს, და სხუანი იგი არა მოიწყლნენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის