მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:5

4. რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა?5. რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.6. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
5. რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ არს პავლე, ანუ რასც არს აპოლლო? - არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა (3,5).:

თარგმანი: ეჰა სიბრძნესაღა პავლეს გონიერად მამხილებლობისასა! ვითარ თავსა თჳსსა და აპოლლოს ზედა მოიღო სიტყუაჲ შეურაცხებისაჲ, რაჲთა ესრეთ მათ გულისჴმა-ყონ, ვითარმედ, უკუეთუ პავლე და აპოლლო არარა არიან (რამეთუ "რაჲ-არსი" არარაობისა ნაცვალად თქუა მოციქულმან), რაოდენ უფროჲს მათ მიერ გამორჩეულნი იგი სიმდიდრისა ანუ სიბრძნისათჳს, და მოძღურად ჴელთდასხმულნი! ესრეთ უკუე, შემდგომად დამცირებისა თავთა თჳსთაჲსა, არავე მცირე ნაწილი დაიტევა, რამეთუ დიდ არს მსახურ ყოფაჲ სარწმუნოებისაჲ, რაჲთა წილ-ხუდეს მას დასაბამისა სახესა თანა და ძირსა კეთილთასა ქრისტესა; რამეთუ მომანიჭებელი იგი კეთილთაჲ არა მსახურთა მათცა სარწმუნოებისათა ქველისმოქმედ ექმნასა? ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ უფროჲს არს მსახური სარწმუნოებისაჲ მახარებელსა სარწმუნოებისასა, რამეთუ ესე სიტყჳთ ოდენ მიუთხრობს, ხოლო იგი საქმითცა შეეწევის სარწმუნოებად მსახურ-ყოფითა თჳსითა.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? (3,5).:

თარგმანი: ეჰა სიბრძნე იგი, რამეთუ ყოველივე თავსა თჳსსა და აპოლოს ზედა მოიღო სიტყუაჲ, რაჲთამცა ესრეთ გულისჴმა-უყო მათ საქმე იგი; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ჩუენ არარანი ვართ, რაჲ ვინ თქუას თქუენთა მაგათ მასწავლელთა, თავით თჳსით დადგომილთათჳს!

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი - ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (23,8).:

...მანი ვართ ყოველნი და არარაჲ ვის აქუს ბუნებით უმეტესი მეორისა, გარნა თუ ღმრთისა მიერ აქუნდეს რაჲმე მადლი, ხოლო ბუნებით ყოველნი სწორ ვართ. ამისთჳს პავლე იტყოდა: „რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? ანუ რაჲ არს კეფა? მსახურნი არიან“. არა თქუა, თუ: მოძღუარნი არიან, არამედ მსახურნიო, „რომელთაგან თქუენ გრწმენა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მამით ნუვის ჰხადით თქუენ ქუეყანასა ზედა, რამე-თუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელი არს ცათა შინა“ (23,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, არა თუ რაჲთა არავის ვჰრქუათ: მამაო, არამედ რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ვინ არს ჭეშმარიტი იგი მამაჲ. რამეთუ ვითარცა მოძღუარ ერქუმის მრავალთა, არამედ ჭეშმარიტი მოძღუარი ქრისტჱ არს, ეგრეთვე დაღაცათუ ერქუმის კაცთაცა მამაჲ, არამედ ჭეშმარიტი მამაჲ არავინ არს, გარნა ღმერთი, რამეთუ იგი არს მიზეზი ყოველთა მოძღუართა და მამათაჲ. და კუალად იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“ (23,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო თქუა: „ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტესთჳს?“ და არა თქუა, თუ: ვითარ გგონიეს ჩემთჳს? ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“, და არა თქ...

სრულად ნახვა