მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:9

8. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.9. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.10. მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
9. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ, ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ (3,9).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ნაცვალად "ღმრთისა თანაშემწისა" — ღმრთისა თანა-მოქმედნი ვართ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჩუენ, რომელნი-ესე საღმრთოთა შჯულთა გიქადაგებთ თქუენ, ღმრთისა თანამოქმედნი ვართ, რამეთუ, რაჲ-იგი მას ჰნებავს, — ცხორებაჲ კაცთაჲ, — მას ვმოქმედებთ მის თანა ქადაგებითა ჩუენითა. ამისთჳს ღმრთისა თანამოქმედ გუეწოდების ჩუენ, და არა თქუენ მიერ ჴელთდასხმულთა მაგათ მოძღუართა, რომელნი-ეგე შფოთისა და არა მშჳდობისა მიზეზ გექმნნეს თქუენ, რომელნი-ეგე, ვინაჲთგან ღმრთისა ნამუშაკევნი და ღმრთისა აღშენებულნი ხართ, ღმრთისად გეწოდებოდენ და ნუვისდად სხჳსა, ზედამდგომელთა თქუენთაგანისად.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ (3,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩუენო, რომელთა გიქადაგეთ ცხოველსმყოფელი იგი ქადაგებაჲ, თანაშემწენი ვართ ღმრთისანი, რამეთუ ნებასა მას ღმრთისასა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ, თანაშევეწიენით. ხოლო რომელთა-ეგე განგწვალნეს თქუენ და გექმნეს მიზეზ შფოთისა, არა არიან იგინი თანაშემწენი ღმრთისანი, არამედ უფროჲსად წინააღმდგომნი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის