მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:10

9. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.10. მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს.11. რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
10. მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...არ ვინ აშენებდეს. რამეთუ საფუ-ძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს - იესუ ქრისტე. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკსა პატიოსანსა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს“.

აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაჲ ესე მართლაღსაარებაჲ, რომელი განგჳწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხუაჲ საფუძველი ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხჳსა საფუძველისა ჴელ-ყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს.

ხოლო ჩუენ გუაქუს მტკიცე ესე და ჭეშმარიტი საფუძველი. აღვაშენებდეთ მას ზედა ოქროსა და ვეცხლსა და ანთრაკსა პატიოსანსა, რომელ არიან საქმენი კეთილნი; დავადგრეთ საფუძველსა ზედა ჩუენსა, რომელ არს იესუ ქრისტე, დავადგრეთ მის თანა, ვითარცა ვენაჴსა შინა არნ ვაზი; ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს, რაჲ-იგი მან ბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს“.

ჰე, გევედ...

სრულად ნახვა