თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ თითოეულისა საქმე ცხად იქმნეს, რამეთუ დღე საცნაურ ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს. ესე იგი არს, ვითარმედ თითოეული საქმე აქა, ვითარცა ბნელსა შინა, იქმნების, და უცნაურად იფარვის ღამისა მიერ, რამეთუ ვითარებაჲ მისი დღემან მან საცნაურ ყოს, მის საუკუნოჲსა ერთ დღედ წოდებულისამან, რომელ არს ცეცხლითა გამოჩინებადი იგი დღე მეორედ მოსლვისაჲ. რამეთუ ცეცხლი არს გამომცდელ ოქროობასა ანუ ძელობასა, ვეცხლობასა ანუ ლერწმობასა, ქვა პატიოსან ყოფასა ანუ თივაობასა თითოეულისა საქმეთასა.
1 კორინთელთა მიმართ 3:13
თარგმანი წმიდისა მაქსიმესი: საფუძველი არს ქრისტეს სარწმუნოებაჲ, ხოლო აღაშენებენ კაცნი მას ზედა, ვითარცა ოქროსა, — რომელნი-იგი ღმრთისმეტყუელებენ მაღლითა გონებითა, და საიდუმლოთა ღმრთისათა ქადაგებენ. ხოლო ვითარცა ვეცხლსა — სათნოებათა კეთილთა; და ქვათა პატიოსანთა — კეთილთა გულისსიტყუათა, და შეშასა — სიყუარულსა ხილულთა ამის სოფლისა საქმეთასა; ხოლო თივასა იგი აშენებს, რომელი პირუტყუებრ უგულისჴმო იყოს, და ლერწამსა — რომელი ხრწნილებასა იქმოდის. და მოქმედთა კეთილისათა დღე იგი საცნაურ ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა, იგი არს სულითა წმიდითა, გამოჩნდენ, თუ მის მიერ ქმნილ იყვნენ, ხოლო ცოდვილთა საქმენი დაიწუნენ ცეცხლითა მით უშრეტითა.
...ისაგან ძლიერებისა მისისა“** (). და კვლავ: „რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად“ (). „რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს“ (). და კვლავ: „რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა“ (). მაგრამ ეს სიტყვები მაშინ არის, როცა გონს მოყვანა სჭირდება; ხოლო როცა ნუგეშისცემა სჭირდება, წარსულითაც და მომავლითაც ანუგეშებს: წარსულიდან, როცა ასე ამბობს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), რომელიც „ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა“ (), „რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ“ (); მომავლით კი ამბობს: **„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმის...