„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().
1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა
ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ის ამას არ...
„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().
ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ის ამას არ...
...რადგან მხოლოდ სიმართლის საზომით რომ ესარგებლა, ყოველივე დაიღუპებოდა.
ამიტომ ეს წინასწარმეტყველიც სხვაგან ამბობს: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (). და კვლავ: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?“ (). ამრიგად, ყოველივე, რაც მის მიერ აღესრულება, ამ ორივეთი არის სავსე. რადგან თუ მხოლოდ სიმართლეს მოითხოვდა, ყოველივე დაიღუპებოდა; ხოლო თუ მხოლოდ კაცთმოყვარეობას გამოიყენებდა, უმრავლესნი უფრო დაუდევარნი გახდებოდნენ. ამიტომ, ადამიანთა ცხონებას სხვადასხვაგვარად წარმართავს და მათი გამოსწორებისთვის ამ ორივეს იყენებს. „სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი“ (). რასაც მრავალ ადგილას აკეთებს, ამასვე აღასრულებს აქაც: მრავალფეროვან შესაქმეში და მზრუნველობაში გამოცხადებული სიბრძნიდან სჯულდებაზე გადადის და განგების ამ ნაწილსაც კვლავ ამოძრავებს....
...ა.“ „და წარუმართო მართალსა“ (). სხვა: „და დაამყარებ მართალს.“ როგორ ამბობს ის, ვინც სხვაგან ამბობს: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა“ (), აქ კი: „მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა“ ()? იმიტომ, რომ ეს სხვაა და ის სხვა. რადგან იქ, როცა ამბობს: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა“ (), ამას ნიშნავს: ნუ განმიკითხავ შენთან შედარებით და ჩემს ცხოვრებას ნუ გამოსცდი შენგან მომდინარე კეთილმოქმედებათა შეპირისპირებით. ამიტომაც დასძინა: „რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (), ესე იგი, ვინც შენთან შედარებით განიკითხება.
აქ კი ამას არ ამბობს, რადგან მას ღმერთთან შედარებით განკითხვა კი არ სურს, არამედ საკუთარ თავთან შედარებით....
...ფსალმ 6:3). ეს ხმა ყველას გვჭირდება, თუნდაც ათასგზის ურიცხვი სიკეთე გვქონდეს აღსრულებული და თუნდაც უმაღლეს სიმართლემდე ვიყოთ მისულნი. ამიტომ თვითონაც, შემდგომ, კვლავ ამბობს: „არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (); და ესეც: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?“ (). და პავლე: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები;“ (); და სხვა ამბობს: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად?“ () „ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ ()
ამრიგად, ყველანი წყალობას ვსაჭიროებთ, მაგრამ ყველანი ღირსნი არა ვართ შეწყალებისა. რადგან თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თვითონ უთხრა მოსეს: **„შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევ...