მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 142:10

9. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე.10. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.11. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
ფსალმუნნი თავი 142
10. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა

ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ის ამას არ გვარიგებს და გვირჩევს იმიტომ, თითქოს ღმერთისადმი მოწოდებისა და ვედრებისას იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ; შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, რომ ლოცვებში ვიყოთ მოუკლებელნი. არამედ იმას გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ (). რადგან მომავალი უცნობია. ან სნეულება, ან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის