„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().
1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა
ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ის ამას არ გვარიგებს და გვირჩევს იმიტომ, თითქოს ღმერთისადმი მოწოდებისა და ვედრებისას იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ; შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, რომ ლოცვებში ვიყოთ მოუკლებელნი. არამედ იმას გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ (). რადგან მომავალი უცნობია. ან სნეულება, ან...