მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:1

1. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.2. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
1. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).:

თარგმანი: დაამდაბლა რაჲ ზუაობაჲ გარეშეთა მათ ბრძენთაჲ, აწ დაამდაბლებს სარწმუნოებასაცა შინა აღზუავებულთა მათ და ეტყჳს, ვითარმედ: ვერცაღა მათ ძალ-უც სმენაჲ რაჲსმე სრულისაჲ. ხოლო კეთილად დაჰრთავს, ვითარმედ: "ვერ უძლე", რაჲთა არავინ დასწამოს, ვითარმედ შურდა.

გარნა საძიებელ არს, თუ ვითარღა ჯერეთ ჴორციელ იყვნეს, რომელნი-იგი ჰყოფდეს ნიშებსა და სასწაულებსა. ვიტყჳ უკუე ვითარმედ, ვინაჲთგან შესაკრებელი კორინთელთაჲ, იპოებოდეს მუნ სულიერნიცა და ჴორცნიელიცა. და კუალად არს ვისთანამე ჯერეთ ჴორციელობაჲ, მოქმედებასაცა შინა სასწაულთასა, ვითარ-იგი მეტყუელთა მათ შორის, ვითარმედ: "უფალო უფალო, არა სახელითა შენითა ესე და იგი რაჲმე ვყავთა?" () — რომელთა ესმა: "არა გიცნი თქუენ" ().

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ გეტყოდე თქუენ, ვითარცა სულიერთა (3,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან დაამდაბლა კაცობრივსა სიბრძნესა ზედა ზუაობაჲ მათი, აწ კუალად დაამდაბლებს სულიერთაცა საქმეთა ზედა მყოფსა ზუაობაჲ მათსა და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ სულიერისა რაჲსმე გულისჴმის-ყოფად შემძლებელ ვართ, რამეთუ სმენადცა ვერ ძალ-გიც სულიერისა რაჲსმე მაღლისა საქმისა. ამისთჳსცა უკუე, დაღაცათუ მენება, არამედ ვერ-ვე გეტყოდე თქუენ, ვითარცა სულიერად გულისჴმისმყოფელთა, არამედ ვითარცა უძლურთა.

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
12. შინაგანი დიდება და ქალწულთა სიხარული:

...). სხვა ამბობს: „ოქროს შესაკრავებით ნაირფერად შემოსილი“; კვლავ ოქროს სახელით სათნოებას უწოდებს. ასევე პავლეც ამბობს: „უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა“ (), და ამ ნივთიერებათა სახელებით ჩვენ სათნოებასა და ბოროტებას წარმოგვიდგენს. რადგან, რათა არ იფიქრო, თითქოს შინაგანად ნაგულისხმევი სწორედ ეს საგნები იყოს, იგი საშუალებას არ გაძლევს, გარეგანი წარმოიდგინო, არამედ გონებას შიგნით იზიდავს. რადგან როგორც სხეული ჩანს მშვენიერი, როცა ასეთი სამოსლით არის შემოსილი, ასევე სულიც მშვენდება, როცა სათნოებით არის შემოსილი.

„მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა“ (). სხვა ამბობს: „გაჰყვებიან“. სხვა: „აღყვანილ იქნებიან“. „მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. წარსულის ხსოვნა ჭირში ნუგეშად:

...ისაგან ძლიერებისა მისისა“** (). და კვლავ: „რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად“ (). „რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს“ (). და კვლავ: „რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა“ (). მაგრამ ეს სიტყვები მაშინ არის, როცა გონს მოყვანა სჭირდება; ხოლო როცა ნუგეშისცემა სჭირდება, წარსულითაც და მომავლითაც ანუგეშებს: წარსულიდან, როცა ასე ამბობს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), რომელიც „ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა“ (), „რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ“ (); მომავლით კი ამბობს: **„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმის...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ლოცვის შესმენა და მრისხანების საზღვრები:

...ს სნეულებათაგან ათავისუფლებს. რადგან იცის, რომ გახრწნილი ცხოვრება მაღალი დოგმატების ზედმიწევნით შემეცნებას აბრკოლებს. ამაზე მიუთითებდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (). და კვლავ: „ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა“ ().

და კვლავ ესაიაც ამბობს: „მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ (). და ოსიაც: „სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ“ და „განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ“ ()....

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ხედავ, ეს ცოდვა მხოლოდ განსჯამდე რომ ჩერდება და მისი სასჯელი გაკიცხვაა. მაგრამ როცა სიძვის შესახებ მსჯელობს, ასე აღარ იქცევა. აბა, როგორ? „თუ ვინმე ღვთის ტაძარს გახრწნის, მას ღმერთი გახრწნის“ (). აქ უკვე არც გაკიცხვაა და არც მხოლოდ განსჯა, არამედ უმძიმესი სასჯელი. ცოდვათა განსხვავება სოლომონმაც იცის; ქურდობას მრუშობასთან რომ ადარებს, დაახლოებით ასე ამბობს: „საკვირველი არ არის, თუ ვინმე ქურდობისას დაიჭირეს; რადგან იპარავს, რათა თავისი მშიერი სული გააძღოს; ხოლო მემრუშე გონების ნაკლულევანებით თავის სულს წარწყმედას უმზადებს“ (იგავ 6:30, 32). ესეც ცოდვაა და ისიც, ამბობს, მაგრამ ერთი ნაკლებია, მეორე კი უფრო დიდი; რადგან ერთს სიღარიბის საბაბი აქვს, ეს კი ყოველგვარ თავისმართლებას მოკლებულია. მაგრამ, იტყვის ვინმე, ამასაც აქვს ბუნებრივი გულისთქმისგან მომდინარე აუცილებლობა. მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევს მისთვის წილადხვედრილი...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...ანზრქნა გული ერისა ამის“** (); ხოლო გონების სიმძიმე ცოდვებისგანაც წარმოიშობა და ყოფითი სურვილებისგანაც. ამ სიმძიმეს განმარტავდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (); „რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს“ (). და მიზეზსაც ურთავს, როცა ამბობს: „სადაც თქვენ შორის დავანი, შურნი და განხეთქილებანია, განა ხორციელნი არა ხართ?“ ()6. ამიტომ, რადგან ისინიც დიდი შურითა და ბოროტი მოშურნეობით ილეოდნენ და უამრავი სხვა ვნებით იყვნენ ალყაშემორტყმულნი, გონების თვალი დაიმძიმეს და ამის შემდეგ ნათლად ხედვა აღარ შეეძლოთ. ამის გამო ხილულ საგნებზე სხვა შეხედულებებს იღებდნენ, თანაც სრულიად საპირისპიროს. ამ ყველაფერს წინასწარმეტყველი სიზუსტით ხედავდა და სნეულები...

სრულად ნახვა
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).:

...ანყენებაჲ მისვე ძუელისა შჯულისაგან შემოიხუნეს. ხოლო მეოთხე ესე, სიძვისაგან განყენებაჲ ზოგად ძუელთა და ახალთა შინა გესმის. მუნ ესე, ვითარმედ: "წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ" (). ხოლო აქა ესე: "რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან" (). ამათი მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ" (). ამათი დამცველი უნაკლულო იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე — სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთა მიერ.

იგინი ვითარცა წარემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა (15,30-31).

თარგმანი: არა თჳსაგან თითოეულსა, არამედ ზოგად ყოველთა მისცეს, რაჲთა კადნიერებით ექადაგოს ერთბამად ყოველთა და არა თჳსაგან თითოეულსა, რომლისა აღმოკითხვითა ნუგეშინის-ეცა სულსა წარმართთასა.

იუდაცა და შილა, რამეთუ იგინი წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს (15,32).

თარგმანი: საცნაურ არს, ვითარმედ ახლისაცა ამის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა ზომით მისცემს ღმერთი სულსა“ (3,34).:

...რსა ყოველსა გამოვეძიებდეთ გამოწულილვით, რამეთუ არა თუ მოძღუარნი ყოველსა, ვითარცა ენებოს, ესრეთ იტყჳან, არამედ მრავალსა იტყჳან, ვითარცა გონებასა მას უძლურთასა მოჰვიდოდის. ამისთჳსცა პავლე იტყჳს: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა. ვითარცა ჴორციელთა სძჱ გაწოე თქუენ და არა მტკიცჱ საზრდელი“, რამეთუ არა თუ მას ვერ ეძლო სიტყუად, ვითარცა სულიერთა მიმართ, არამედ მათ ვერ ეძლო ტჳრთვად. ეგრეთვე იოვანეს ენება დიდთა მათ საქმეთა სწავლად მოწაფეთა თჳსთა, არამედ ვერ ეძლო მათ ტჳრთვად. ამისთჳს მდაბალთა მათ სიტყუათა შინა იქცევის.

სწავლაჲ ლ რაჲთა წერილთა ჯერისაებრ ვიჴმარებდეთ, და მართლისა ცხორებისათჳს

ჯერ-არს უკუე, რაჲთა წერილთა კეთილად და ჯეროვნად გულისხმა-ვჰყოფდეთ და ვიჴმარებდეთ, რამეთუ წერილნი საჭურველნი არიან სულისანი, არამედ უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ არა შევიჭურნეთ მათ მიერ, არად სარგებელ გუეყვნენ; რამეთუ ჴორციელისაგან გულისხმა-ყავთ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ჯაჭჳ კეთილად ქმნილი და ჩაფხუტი და ფარი და ლახუარი, და არა შეიმოსნეს საჭურველნი იგი ჯერისაებრ და წესისა, არამედ ჯაჭჳ შეიმოსოს ფერჴთა და ჩაფხუტი არა თავსა დაირქუას, არამედ პირსა უკუნიდვას, და ფარი არა მკერდსა მოიყრდნას, არამედ ფერჴთა მოიბას, ირგომცა რაჲმეა ამათგან? და ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...არ ვინ აშენებდეს. რამეთუ საფუ-ძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს - იესუ ქრისტე. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკსა პატიოსანსა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს“.

აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაჲ ესე მართლაღსაარებაჲ, რომელი განგჳწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხუაჲ საფუძველი ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხჳსა საფუძველისა ჴელ-ყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს.

ხოლო ჩუენ გუაქუს მტკიცე ესე და ჭეშმარიტი საფუძველი. აღვაშენებდეთ მას ზედა ოქროსა და ვეცხლსა და ანთრაკსა პატიოსანსა, რომელ არიან საქმენი კეთილნი; დავადგრეთ საფუძველსა ზედა ჩუენსა, რომელ არს იესუ ქრისტე, დავადგრეთ მის თანა, ვითარცა ვენაჴსა შინა არნ ვაზი; ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს, რაჲ-იგი მან ბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს“.

ჰე, გევედ...

სრულად ნახვა