მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:6

5. რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.6. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.7. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
6. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მე დავასხ, აპოლლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა (3,6).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე დავასხ თესლი ქადაგებისაჲ, ხოლო აპოლლო ნუგეშინისცემი, განსაცდელთაჲთა, არამედ ყოველივე სრულებაჲ ღმრთისაჲ არს, აღმაორძინებელისა მისისაჲ.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა (3,6).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე დავსთესე თქუენ შორის ქადაგებაჲ ესე, და დაგასხენ სარწმუნოებასა შინა, და აპოლო ნუგეშინის-ცემითა მით მისმიერითა არა მიუშუა განჴმობად თესლისა მის და ნერგისა, სიცხისაგან განსაცდელთაჲსა, ხოლო საქმე ყოველივე — აღმაორძინებელისა მის ღმრთისაჲ არს.

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...რდეს ეშმაკისასა“** (), ასაკით ახალგაზრდას კი არ გულისხმობს, არამედ ახლახან დანერგილს, ესე იგი ახლად დამოძღვრილს. რადგან „დანერგვად“ მოძღვრებასა და სწავლებას უწოდებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო“ (). ქრისტეც ამას „ნერგს“ უწოდებს, როცა ამბობს: „ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას“ (). რადგან თუ პავლე „ახალნერგში“ ასაკით ახალგაზრდას გულისხმობდა, მაშინ თიმოთეს, რომელიც ძალიან ახალგაზრდა იყო, იმდენად ახალგაზრდა, რომ მისთვის ეთქვა: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (), ასეთ დიდ ხელისუფლებამდე არ აღამაღლებდა და ამდენ ეკლესიას არ ჩააბარებდა.

„და დამცინავნი ეუფლებოდიან მათ“ ()2. ხედავ,...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახლის გამგებლობა და კეთილი მოწმობა:

...1 ტიმ 3:5). „ნუ ახალნერგ“ (), ამბობს. აქ ახალგაზრდას კი არ გულისხმობს, არამედ ახლად დამოძღვრილს; რადგან ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (). ამრიგად, ამის ცხადყოფა სურდა და ეს თქვა. თორემ რა უშლიდა ხელს, ეთქვა: „ნუ იქნება ახალგაზრდა“? მაშ რატომ, იტყვის ვინმე, თვითონ ტიმოთეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდას, აყენებდა? ამას მოწმობს კიდეც, როცა მას ეუბნება: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ ().

[იმიტომ, რომ იცოდა მისი დიდი სათნოება; იცოდა, რომ ტიმოთე ცხოვრებაში მეტად ზედმიწევნითი იყო; და სწორედ ამის მცოდნე წერილში ამბობს: „სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ ()...

სრულად ნახვა
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ. ძლიერ იყო წიგნთაგან. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლისცემაჲ ხოლო იოვანესი (18,24-25).:

..., ღირს-იქმნა მადლსა სულისა წმიდისასა სიმდიდრითა მით სარწმუნოებისაჲთა, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რომლისათჳსცა მიმოვიდოდა ყოველთა შორის ქადაგებად სახელსა მისსა. ხოლო თქუმულ არს ამის აპოლოჲსთჳს, ვითარმედ ესე იყო აპელლედცა წოდებული, ეპისკოპოსი კორინთისაჲ რომლისათჳს დასწერს პავლე: "მე დავასხ, აპოლო მორწყო" ().

ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ (18,26-28).

თარგმანი: განგებულებით დაუტევნა მოციქულმან აკჳლა და პრისკილა კორინთეს შინა მოძღურად აპოლოჲსა, რამეთუ მიერითგან კორინთეს მკჳდრობდეს; რომელთათჳს მრავალთა ქებათა მისწერს მოციქული ჰრომაელთა მიმართ, რომლისა მიერ საგონებელ არს , ვითარმედ შემდგომად კლავდის სიკუდილისა, რომლისა მიერ განჴდილ იყვნეს, კუალად იქცეს ესენი მუნვე ჰრომედ. და ესე —უკუანაჲსკნელ. ხოლო აწ, ჯერეთ კორინთეს ყოფასა მათსა, ესმა რაჲ აპოლოჲსი კადნიერებით ქა...

სრულად ნახვა