მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:2

1. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.2. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,3. რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
2. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა სცნათ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის“ (14,20).:

...ჳთა სხუასა და სხუასა ძალსა. რამეთუ ჩუენცა გუეწოდების ღმერთ და შვილ ღმრთის, არამედ არა ერთად გულისხმა-იყოფების ჩუენ ზედა და ღმრთისა, და კუალად ძესაცა ხატ ეწოდების და ჩუენცა, არამედ არა ერთ არს, რამეთუ ფრიადი აქუს განყოფილებაჲ. და კუალად თქუმულ არს, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართ, და ქრისტე - ღმრთისაჲ“. გარნა არა ესრეთ არს ქრისტე ღმრთისაჲ, ვითარცა ჩუენ - ქრისტესნი, არამედ მამისა თანა ყოფაჲ მისი არს თანაარსობისა მისისათჳს, ხოლო „თქუენ თანა ვიყო“, ესე იგი არს, ვითარმედ: შეწევნასა ფრიადსა მიგცემდე მარადის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა კმა არს ქონებაჲ ოდენ, არამედ დაცვაჲცა ჯერ-არს. ხოლო რაჲსათჳს მრავალგზის ეტყჳს მათ ამათ სიტყუათა, ვითარცა-იგი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“, და: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად:

...კმა არს ესე სახელი უფროჲს მათ ყოველთა განფრთხობად ჩუენდა და მოგებად სათნოებათა.

სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად

ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“. ; გულისხმა-ვყოთ სახელისა ამის სიმაღლჱ, რამეთუ უკუეთუ ვისმე მეფისად ანუ ერისთვისად ეწოდებოდის, დიდად აქუს პატივად, რომელ მისად ეწოდების. მაშა ჩუენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოზისა და მთავარანგელოზისა ანუ ქერობინისა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა ღმრთისაჲ, არა დავდვათა სული ჩუენი სიკუდილად, რაჲთა არა შეურაცხად გამოჩნდეს ჩუენი იგი სახელი? არა ჰხედავა, მჴედართა მათ, გარემოჲს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს? ხოლო ჩუენ ღირსქმნულ ვართ მახლობელ ქრისტესა ყოფად, არა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?

ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა...

სრულად ნახვა