მოციქულისაჲ: ყრმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს. და ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს, და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს (2,18).
თარგმანი: ასწავა რაჲ მოგებისათჳს კეთილთა საქმეთაჲსა და სიძულილისათჳს წარმავალისა ამის სოფლისა, აწ ჟამისაცა უკუანაჲსკნელობითა შეაძრწუნებს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, ვითარმცა მოაჴსენებდა, ვითარმედ, დაღაცათუ ჟამ რავდენმე ჰყოვნის ზოგადი აღსასრული ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ მოგუეახლების დღითი-დღე აღსასრული...
